- არ უსმინოთ ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აკრიტიკებს. პრინციპში, მე მოსმენა კარგად წამადგა- ისეთ საშინელებას ველოდებოდი სხვების მონაყოლის მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ :D
- მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფილმის შედარებას წიგნთან
პოსტები ტეგით „movies..movies..“
ბოლოს ნანახი რამდენიმე ფილმი- პოსტი უმუზობის ჟამს:
youtube-ს რა დაემართა არ ვიცი, ათასნაირად ვცადე ვიდეოს ჩასმა და არ ჩაჯდა :|
Jusqu’à toi
ჩემოდნის შიგთავსით გადაწყვეტს გოგო, რომ თავისი მეორე ნახევარი იპოვა :user: კარგი ისტორიაა, საყვარელი:)) გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=ABADHDტრეილერი: http://www.youtube.com/watch?v=iOGdFu-JDRY
Across The Universe
ფილმი, რომელიც რამდენჯერაც არ უნდა ვნახო, არ მბეზრდება. ალბათ, საუნდტრეკების გამო უფრო.
გადმოსაწერი ლინკი: http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=DJGEK
ტრეილერი: http://www.youtube.
ბოლო დროს როგორ გახშირდა ქართული ფილმების გადაღება, ყველამ ვიცით. თბილისის კინოთეატრებში ზოგჯერ რამდენიმე ახალი ქართული ფილმი ერთად გადის ხოლმე.. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ქართულ კინემატოგრაფიაში (რა საოცრად ჟღერს), “ჯაყოს ხიზნები” უნდა ყოფილიყო. მიხეილ ჯავახიშვილის “ჯაყოს ხიზნები”-ს ეკრანიზაციის ირგვლივ, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი.. “იმედმა” და სტუდია “ტაია”-მ ნახევარი მილიონი ევროთი დააფინანსეს ფილმი. კინოთეატრში არ წავსულვარ, ალბათ ნაკლები ინტერესის გამო, მაგრამ ორშაბათს სატელევიზიო პრემიერა იყო იმედზე და იმდენჯერ გადიოდა რეკლამა, რომ დამაინტერესა და დღეს ვუყურე მაივიდეო
avatar
\
რაც სახლში მოვედი (აგერ უკვე 4-5 საათია ), მას შემდეგ გახსნილი მაქვს new post-ის ფანჯარა, მაგრამ ვერ ვიწყებ წერას. იმდენი ემოცია მაქვს მოზღვავებული ერთად, აღარ ვიცი საიდან დავიწყო..
თავიდან დავიწყებ (რა ლოგიკურია)
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი- სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რაც ამ ჟანრში ნანახი მაქვს და დიდად არ მომწონს, ჩემი რომანტიკები მირჩევნია, მაგრამ რეკლამა რას არ იზამსო ნათქვამია. “3D, მსოფლიოს ისტორიაში შემოსავლით #1 ფილმი”… მოკლედ, ყველამ იცის ალბათ ავატარის დამსახურებები. ისე მე ცოტა გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე და ფეისბუქზე
წუხელ ტელევიზორს შემოვრჩი ძალიან გვიანობამდე. გახდა 3 საათი, 4 დაიწყო და რას ხედავს ჩემი თვალები o_O სერიალი კლონი დაიწყო იმედზე იმ შუაღამისას. ხოდა გამახსენდა, როგორ მომწონდა..
2003-2004 წლებში გადიოდა საქართველოში, როგორც ფორუმზე წავიკითხე. ხოდა მახსოვს, რომ ვუყურებდი. ძალიან მომწონდა. აი არ ვიცი რა ეპითეტი უნდა ვთქვა, მგონი ლამაზი სერიალი იყო.
შინაარსიც სხვა სერიალებისგან განსხვავებული ალბათ, მაგრამ მაგას ნაკლებადღა ვაქცევდი ყურადღებას ისე მომწონდა აღმოსავლური სამყარო. თუნდაც მუცლის ცეკვები :love: ძალიან მომწონს და როდისმე აუცილებლად დავეუფლები და ის ლამაზი ტანსაცმელიც მექნება :D
კიდევ, საუნდტრეკები აქვს ძალიან კ
ჩემი მორიგი პოსტი რჩეულ ფილმებზე.
ანუ ისეთ ფილმებზე, რომლებსაც ვუყურებ და ნახვის შემდეგ კომპიუტერის D დისკზე მდებარე ფოლდერ movies-იდან, ნანახი და არ წაშლილი ფილმების ფოლდერში გადადის.
ნაწილი I
Guess Who
ფილმი, რომელიც არანაირ ღრმა ფილოსოფიურ აზრებს არ შეიცავს და უბრალოდ უნდა უყურო და გაერთო. სტანდარტული ჰოლივუდური კომედია-მელოდრემის ელემენტებით, – გოგოს მიყავს თავის ბოიფრენდი მშობლებთან გასაცნობად რამდენიმე დღით. თავიდან არ ევასებათ და ბოლოს დაევასებათ :D
საერთოდ, ეშტონს იმიტომ ვუყურებ ხოლმე, რომ მსიამოვნებს. ჯერ ერთი კარგად გამოიყურება და თან საყვარელი ხმა და სიცილი აქვს და..
კვირას ვიყავით “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს2″-ზე ბლოგერები. პირველი ნაწილი ხომ კარგი იყო, ხოდა აი იმაზე უკეთესია მეორე :P მსუბუქი სიუჟეტი იყო, მეგონა სულ ნახევარი საათი ვუყურებდი :D
საუნდტრეკებში გამიხარდა”თოვლი მოსულა”-ს გამოჩენა. ზოგადად კარგად არის შერჩეული, შარშანდელი ახალი წელიც ამ ფილმის საუნდტრეკებთან ასოცირდება. აი ყველა აქ იხილეთ:
http://kaikino.com/2/#soundtracks
ძალიან ცოტა დრო მაქვს ეს დღეები, ამიტომ ვრცელ პოსტს ვერ ვწერ და დანარჩენი ბლოგერების პოსტებს დავლინკავ ამის შესახებ:
- სოფის პოსტი
- ყვავას ვიდეო პოსტი (სიუჟეტი შემთხვევის ადგილიდან :D)
სიტყვა- “უჟასები”, იწვევს ბავშვობის ასოციაციას, როცა ჩემზე უფროსები მაშინებდნენ ხოლმე და მიყვებოდნენ როგორ უყურეს “მააგარ უჟასს” გუშინ ღამე! :D
გუშინ დასაძინებლად რომ განვთავსდი, ძილის წინ, რა თქმა უნდა, ტელეარხების ჩამოვლის რიტუალი ჩავატარე. უაზროდ გადავათვალიერებ ხოლმე ყველა ტელევიზიას და მერე ვთიშავ. წუხელაც ასე ჩამოვლისას გავჩერდი იმედზე, სადაც რაღაც საშინელებათა ფილმი იწყებოდა, რომლის რეკლამასაც რამდენიმე დღის წინ მოვკარი თვალი.
სევენის ნათქვამი გამახსენდა, ბოლო დროს საშინელებათა ფილმებში ბავშვების გამოყენება დაამუღამეს და მაგრად ამართლებსო.
ვინაიდან მართლა არას
წუხელ დაძინების მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და რუსთავი2-ზედ შევესწარი ფილმს “Fever Pitch“. სწორედ ეს ფილმი გახდა მუზა პოსტისა ქალების და მამაკაცების განსხვავებულ ინტერესებზე..
დაახლოებით რომ მიხვდეთ- ფილმი red sox-ის ფან მამრზე და ერთ მდედრზეა, რომელსაც უწევს მისი გატაცების ატანა. ამ მამრს იმდენად ფანატიზმში აქვს გადაზრდილი, რომ იქამდე ყველა ქალი შორდებოდა მიზეზით- red sox-ი ჩემზე მეტად გიყვარს!
ცხოვრების 19 წლის მანძილზე მამრებზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ უმეტესობას ახასიათებს ასეთი სერიოზული გატაცებები. (ბავშვებივით იქცევიან ხანდახან :D )ზოგს მანქანები- და შეუძლია გაუთავებლა
არ ვიცი ბლოგოსფეროში და ჩემს მკითხველებში ჩემზე ადრე დილით ვინმე იღვიძებს, თუ არა, მაგრამ ვინც იღვიძებს და ჩემსავით რუსთავი2-ის დილის გადაცემას უყურებს, შეამჩნევდა, რომ ლუი დაიწყო ისევ. ადრეც იყო ხოლმე და მაგრად მიყვარდა. ეხლაც, როცა დილით ადრე ვიღვიძებ, 8 საათზე ვჯდები ტელევიზორთან და რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, ვუყურებ :D
გენიალური არსებაა! ხო, ნამდვილად არსებობს ლუი და მასზეა გადაღებული მერე მულტფილმი.. ოჯახი ყავს საოცრება, მამა განსაკუთრებით მაგარი ვინმეა.
აი არ არსებობს დილით ლუის ვუყურო და მერე მთელი დღე კარგ ხასიათზე არ ვიყო. შეიძლება არ ვიზრდები, მაგრამ არ მაინტერესებს. ისე, მამაც გულიანად იცინის ხოლმე ლუიზე :D



