სლოტები

სლოტები ონლაინ კაზინოს ყველაზე პოპულარული თამაშებია მსოფლიოში. ისინი თავის პოპულარობას არ კარგავენ 1891 წლიდან, როდესაც პირველად შეიქმნა სლოტ აპარატი Liberty Bell-ის სახელწოდებით. აღნიშნულ აპარატს სამი ბორბალი ჰქონდა, რომლებზეც კარტების სიმბოლოები იყო აღნიშნული. 1902 წლიდან კარტების სიმბოლოები ხილის სიმბოლოებმა ჩაანაცვლა და 1976 წელს პირველად შექიმნა ვიდეო სლოტები, რომლებიც დღესაც არ კარგავენ პოპულარობას, განსაკუთრებით Fruit Cocktail სლოტი.
სლოტები შემთხვევითობის პრინციპზე არის აგებული, ზოგიერთ მათგანს კი პროგრესიული ჯეკპოტი აქვს, რაც თამაშს უფრო მეტად მიმზიდველს ხდის.
ონლაინ სლოტების განვითარება


1990-იანი წლებიდან, როდესაც სათამაშო ინდუსტრია თანდათან გადავიდა ონლაინ სივრცეშიც ერთ-ერთი პირველი თამაშები სწორედ სლოტები იყვნენ. ონლაინ სივრცეში საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა სასურველი თამაშისგან სიამოვნების მიღება, რამაც თანდათან განავითარა აღნიშნული სფერო. უახლესი ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღეს სლოტებნის თამაში ნებისმიერ მობლურიდანაა შესაძლებელი სახლიდან გაუსვლელად. სლოტები უფრო მრავალფეროვანი და გრაფიკულად უფრო შთამბეჭდავი გახდა. კაზინოებმა დაიწყეს სხვადასხვა აქციებისა და შეთავაზებების მიბმა, მაგალითად როგორიცაა სლოტების ტურნირი, სადაც მოთამაშეები აგროვებენ გარკვეულ პრიზებს და იკავებენ საპრიზო ადგილებს.
პროგრესული ჯეკპოტის სლოტები


პროგრესული ჯეკპოტის სლოტები დღეს ყველაზე პოპულარულია. მათი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი დადებული ფსონიდან რაღაც ნაწილი მიემართება ჯეკპოტში და შემდეგ შემთვევითად აღნიშნული ჯეკპოტი თამაშდება.
სლოტების ყველაზე ცნობილი პროვაიდერები


Playtech
აღნიშნული კომპანია დაარსდა 1999 წელს. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დეველოპერული კომპანიაა კაზინოს ბიზნესში. მსოფლიოს სათამაშო დაჯილდოებებში აღნიშნული კოპანია საპრიზო ადგილებს იკავებს წლების განმავლობაში. მათი თამაშები გამოირჩევა განსაკუთრებული გრაფიკითა და ხმის ხარისხით. თამაში Gladiator , რომელიც მათ მიერ არის შექმნილი უკვე კლასიკად იქცა.


IGT
IGT თამაშების მორიგი უდიდესი დეველოპერია. აღნიშნული კომპანია კაზინოების ათწლეულების მანძილზე ამარაგებს ხარისხიანი თამააშებით. ისეთი თამაშები, როგორც Double Diamond, Triple Diamond, Cleopatra, Family Guy ამ კომპანიის გამოგონილია. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილებით ეს კომპანია შეეცადა ინტერნეტ სივრცეშიც გასულიყო და დღეს საკმაოდ მყარ პოზიციებს იკავებს.


Nextgen
ავსტრალიური კომპანია Nextgen 1999 წლიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანია თავის მხატვრულ დიზაინერებს სრულ თავისუფლებას აძლევს, რომ იმოქმედონ, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დიზაინისა და თემატიკის მქონე სლოტები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულია მოთამაშეებში, მაგალითად Foxin’ Wins ან Psycho და ა.შ.


Microgaming
აღნიშნული კომპანია ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია მისი დაარსების დღიდან, დღეს ის არ კარგავს პოპულარობას. მეტსაც გეტვით, ბევრ ფილმთან აქვს ხელშეკრულება დადებული და ყოველთვის ექსკლუზიურ სლოტებს აწარმოებს, მაგალითად Game of Thrones, Jurassic Park.  ძალიან ხშირად ის მაღალ ჯეკპოტებსაც ათამაშებს, და, მაგალითად ბოლოს, 13 მილიონი ფუნტი გაითამაშა სწორედ Microgaming-ის სლოტ Mega Moolah-ზე. რათქმაუნდა აღნიშნული სლოტების ხარისხიც საკმაოდ მაღალია.


Netent
შვედური წარმოშობის აღნიშნული კომპანია დაარსდა 1996 წლიდან და ცნობილია თავისი გრაფიკით. მოთამაშეებს ძალიან მოსწონთ მისი თამაშები მათი ხარისხიდან გამომდინარე. მაგალითად Dracula თამაშმა 2016 წელს წლის თამაშის ტიტული. აღნიშნული კომპანია მომხმარებელს კლასიკური სლოტების ონლაინ ადაპტირებულ ვერსიებსაც სთავაზობს, რითაც მომხმარებლებში ნოსტალგიის გრძნობებს იწვევს.


HTML ტექნოლოგიების განვითარებამ ხელი შეუწყო სლოტების კიდევ უფრო პოპულარიზაციას, ვინაიდან მათი თამაში არა მხოლოდ ვებ-გვერდებზე, არამედ მობილურ აპლიკაციებშიც გახდა შესაძლებელია. მართალია, Google Play ჯერჯერობით ზღუდავს აღნიშნული ტიპის აპლიკაციაბის გავრცელებას, App Store-ში შესაძლებელია მათი ჩამოტვირთვა და თამაში შესაბამისად.
სლოტების თემატიკა მრავალფეროვანია, როგორც კლასიკური თემატიკები, მაგალითად ხილები და სხვადასხვა ცხოველები, ისე დღეს არსებული შოუების, ფილმებისა და სხვადასხვა ნაწარმოებების თემები. დღითი დღე ჩნდება ახალი პროვაიდერები და სლოტის სახეობები და ყოველ ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი სლოტი მოძებნოს და ითამაშოს.
სლოტების უამრავი დემო ვერსიებიც არსებობს, თუ თქვენ ჯერ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება, რომელი სლოტი ითამაშოთ, შეგიძლიათ სცადოთ დემო ვერსია დაატრიალოთ. ისინი უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია სარგებლობა.