გადავეჩვიე აქ წერას. წეღან აღწერაც შევუცვალე ბლოგს, ზემოთ, სათაურთან “ეს ის ბლოგი აღარ არის” დავაწერე.
კომენტარები რომ გავუთიშო, რა მოხდება, დიალოგიდან მონოლოგში რომ გადავიტანო.
ცუდია, სამსახურ(ებ)ზე ვერ ვწერ, არაეთიკურია, პირადზე ვე(ღა)რ, იმიტომ, რომ, როგორც facebook იტყოდა – It’s Complicated. სხვა ბლოგებზე ვეღარ ვწერ, დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ხოდა ეს ის ბლოგი აღარ არის.
ვილიმ დღეს მაგრად დამღალა, ერთი წამით არ გაჩერებულა, ბზრიალებდა, თუ ყურადღებას არ მივაქცევდი – ფეხების ბაკუნს იწყებდა და მერე ჭიჭყინებდა. ბოლოს ჩაის ჭიქა გადმოაპირქვავა მაგიდაზე, მუხლებზე რომ მეჯდა და ჩემი ლეპტოპი




