ჩემს ბლოგს რამდენჯერმე გადავხედე… ყველა პოსტს სათითაოდ დავაკვირდი… იმასაც, თუ როგორი განწყობა მოდიოდა მათგან და მივხვდი!! ეს არაა ჩემი ! არც განწყობა, არც სტილი… რაღაც მძიმე და ზედმეტად უარყოფითი ან თუნდაც უინტერესო… სრულიად განსხვავებული ჩემგან… ამიტომ გადავწყვიტე დროებით ბლოგერობას თავი დავანებო და მაშინ მოვუბრუნდე, როცა ყველაფერს ჩემებურად გავაკეთებ და ჩემი ემოციების გადმოსაცემად მეტი დრო მექნება. ვიცი, ჩემი ბლოგები ხარვეზებით სავსე, საკმაოდ ჩახლართული იყო ) და მაინც დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდა… : ) მე დავბრუნდები : P მარად თქვენი mrsmarch ; )ჩემს ბლოგს რამდენჯერმე გადავხედე̷
Mrsmarch / ბლოგერი
ბოლო რამდენიმე პოსტი:
ძვირფასო ვალენტინ! არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომინდა მომეწერა… კიდევ უფრო ძალიან მინდა უფრო ხშირად მქონდეს წერის სიტუაცია… მინდა ვწერო ბევრად უფრო მეტი და ბევრად უფრო ხშირად… სამწუხაროდ ხან ერთის დეფიციტია, ხან მეორის…
ამასწინათ მინდოდა დამეწერა “მწიფე ბროწეულის მარცვლებივით ხასხასა წითელ რეალობაზე”, რადგან ამაზე უკეთეს შედარებას მართლაც არასდროს გაუელვებია ჩემს გონებაში და ამაზე უფრო ზუსტად არასდროს შემძლებია შედარების ახსნა.
დღეს სულ სხვა იდეები მაწუხებს.. მინდა რამე უფრო პირადული, ჩემი მიზნებისა და ყოველდღიურობის გარშემო ვბლოგო, მაგრამ აი ამ წამს ვხვდები,
ვზივარ უაზრო სახით… მეძინება… უკვე აღარც თოვს, არადა მთელი გზა ისე თოვდა, მარტო ჩემს ჩანთაზე კიარა, ბლოკნოტზეც დაათოვა… სიმშვიდეა… ძალიან მინდა საღამოს ცხრა საათი იყოს… დავიძინებდი… ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ზამთარი დღეს დადგა….
ძალიან, ძალიან ბლოგურ ხასიათზე ვარ… უფრო სწორად გუშინდელის მერე ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს ბლოგს უახლოეს მომავალში რევოლუცია არ აცდება. ალბათ მარტის ამინდივით ერთიანად და მოულოდნელად შეიცვლება, ან უბრალოდ ვინმეს აფიქრებინებს ასე.
თავში იდეები ისე იფრქვევა, როგორც წეღან თოვლის ფიფქები ქუჩაში ( ეს ფრთაშესხმულობის იდეით შეპყრობი
ყველასათვის ცნობილმა მოდის სახლმა ARMANI და ასევე არანაკლებ ცნობილმა სპორტულმა ფირმამ – REEBOK, ძალები გააერთიანეს სპეციალური კოლექციისათვის, რომელიც ერთდროულად მოდური და აქტიური ცხოვრებისათვის შესაფერისი იქნება.
მათი ერთობლივი ნაწარმის გაყიდვა 2010 წლის ივლისი-აგვისტოსთვის იგეგმება. კოლექციაში წარდგენილი პროდუქცია გაიყიდება როგორც Emporio Armani-ს ყველა “ბუტიკში” ასევე იმ მაღაზიებში, რომლებიც Reebok-ის ბრენდით ვაჭრობენ.
ჯორჯო არმანის განცხადებით Reebok-თან თანამშრომლობა თანამედროვე ცხოვრების აქტიურმა სტილმა განაპირობა. თანაც მისი თქმით ყოველთვის ძალიან საინტერესოა ისეთ პროფესიონალებთან მ
Louis vuitton ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ბრენდია. სამწუხაროდ, საქართველოში ძირითადად მისი მიმსგავსებული სახელისა და სტილის მქონე ნივთებს თუ წააწყდებით.
ალბათ ეს იმიტომ, რომ რიგითი ქართველის ფინანსების ფონზე, ლუი ვიტონის საქონელი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
მოდის სახლმა ამჯერად “ბრელოკების” კოლექცია შესთავაზა მომხმარებლებს. ის შედგება რეტრო-სათამაშოებისგან, რომელთაც ლუი ვიტონის ცოლმა გაუკეთა კოლექტირება.
თითოეულის ფასი 200-დან 500 ევრომდე მერყეობს და მათი შეძენა ლუი ვიტონის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა შესაძლებელი www.louisvuitton.com




