ერთ-ერთი ტრადიციული სეირნობისას ქუჩაში რაღაც უცნაურს წავაწყდი, კერძოდ პარკში უცნაური ინტერესით მჯდარ მოხუცს რომელიც გაფაციცებით ელოდა რაღაცას. ძალიან დამაინტერესა ამ მოხუცმა, ჯერ შორიდან ვუყურებდი, შემდეგ გავბედე და მის გვერდითაც მოვკალათდი. ყურადღებას არ მაქცევდა,სახე გვარიანად დანაოჭებოდა და ინტერესით ზევით აწეული წარბები მას სასაცილო იერს აძლევდა. ყურადღება არ მოუქცევია, ხოდა გადავწყვიტე მე თვითონ მეკითხა თუ რას ელოდა ასეთ ინტერესით.ნუ ჯერ ვერ გამოვნახე სიტყვა, არ ვიცოდი რითი დამეწყო..
- კარგი პარკია არა?? ვიფიქრე რომ ამ უაზრო კითხვით შევძლებდი ამ კაცთან კონტაკტში შესვლას.
- აჰჰ, პარკი?? ჰოო.. პარკი კარგია მაგრამ სხვა უფრ




