blogroll.ge — ქართული ბლოგების კატალოგი და აგრეგატორი

  • ბლოგების
  • პოსტების
  • მომხმარებლების
  • დისკუსიების
→
  • მთავარი
  • ბლოგები
  • პოსტები
  • დისკუსიები
  • რიცხვები
  • რეიტინგები
  • დახმარება

matasi / ბლოგერი

ბოლო რამდენიმე პოსტი:

პომპიერო
9 მარ. 2010 / 16:29 პომპიერო  //  matasi

---

0
გაზაფხულია მაშინ, როცა გაიხდის კაბას
ტუჩალეწილი ალუბალი
და მიხვდი აბა -
ცაცხვის ყვავილთან
რატომ ცეკვავს მთვრალი ფუტკარი
აბა მიდი და - გიჟი ხარო, აბა უთხარი.
გაზაფხულია,
თუ გიყვავის ხმაში იები
გზას არ გითმობენ ნაგიჟარი აკაციები.
გაზაფხულია, თუკი მკერდზე გასკდება კაბა
თუ შენს ტუჩებზე ნექტრად ჟონავს ველური ხსენი.
გაზაფხულია, აპრილია, რა არი აბა,
ალუბალივით ბოლო ღილი თუ შეიხსენი

პომპიერო
9 მარ. 2010 / 15:13 პომპიერო  //  matasi

ქუჩაში, ფურცლებიდან

0
ბნელა. მუსიკა გულისგამაწვრილებელი. ყავა უგემური, მოვსვი და დავდე. ჩაი არ აქვთ.

წამოსვლა მინდა. რაღაც თეთრი ყვავივით ვარ. არც ვცეკვავ, არც ვსვამ. ჰგონიათ ,,ვსვეცკობ”, არადა არც მუსიკა ვარგა არაფრად და ყავა ხომ საერთოდ.

ღამის სამი საათია. რატომ ვზივარ აქ და სახლში არ მივდივარ არ ვიცი.
სკამზე ვარ მიკრული. იცეკვე რა, ყურზე ტუჩს მადებს ვიღაც და ხმამაღლა ჩამყვირის. მიდი და ეცეკვე ახლა ასეთს. ავიმრიზე, თუმცა მაინც ავდექი. ვცეკვავთ.

მუსიკა დამთავრდა, მეორე დაიწყო, მესამეც, ისევ ვცეკვავთ. მიყვარს ცეკვა და რა ვქნა!

პარტნიორი მოქნილია, ფეხებსაც კარგად ამოძრავებს და ხელებსაც ჩემს უკანალზე, არ უშლი. უფრო
პომპიერო
4 მარ. 2010 / 19:26 პომპიერო  //  matasi

---

0
კაპ -კაპ -კაპ წვეთავს მინის ბოცაში არაყი და ირგვლივ რაღაცნაირი სუნი დგას, მოხარშული ჭაჭის. ბაბუამ ადიელა გამომიტანა მსხლის ძირში გამიფინა და ვზივარ. არაყს ყოველთვის აქ ხდის, სახლის წინა მხარეს, ამიტომაც ყველა გამვლელ-გამომვლელი შემოდის და თბილ არაყს სვამს. ,,ოჯახს სიტკბო”, -იტყვიან და გადაკრავენ.,,მაგარ არაყს ხდი შოთა” -აქებენ ბაბუას და მხრებზე ხელებს უბარტყუნებენ. არაყს მეც ვსვამ. ბებიას და დედას ჩუმად. ,,წამალია ეს ბაბუ” - მითხრა ბაბუამ და მეც გადავკარი. ცეცხლი მომეკიდა მუცელში, ,,გაგივლის” - დამამშვიდა მაშინ ბაბუამ.

არყის სახდელ ჭურჭელს ახლა სარდაფში ვეღარ ვპოულობ,ვეძებ, რად მინდა , მაგრამ მაინც.
დიდმუცელა თავსახური, რომ
პომპიერო
3 მარ. 2010 / 14:02 პომპიერო  //  matasi

---

0
სულისწასვლამდე მენატრები.

ჭაჭის არაყს უკვე კაკლის გულებისგან ფერი შეეცვალა, კონიაკისფერი გახდა.

შენს ჯემპრს მე რომ მოგიქსოვე გულის მხარეს თვალი წასვლია და ირღვევა.

ეზოში მუხლებამდე ფოთოლი ყრია და ბათურა დანავარდობს გულიანად.

აივნის რიკულებს საღებავი აცლია და მერცხლის ბუდეც ჩამოშლილა ნახევრად.

მეზობლებს საჭორაო საბაბი მიცემიათ და ქირქილს მადევნებენ გავლისას.

მიწასთან მასწორებენ ვინ იცის და რისთვის ვნებისთვის?

სულისწასვლამდე მენატრები.
პომპიერო
3 მარ. 2010 / 13:45 პომპიერო  //  matasi

ვგჟ

0
ეს ღამე ჩვენია კალენდარს წავართვი,
ვიგიჟოთ!
თვალი არ მოვხუჭოთ წამითაც,
ვიყვიროთ!
ამიტომ მინდა, რომ ვცხოვრობდეთ კუნძულზე
მუდმივად!
ვიძინოთ სილაზე, ქვიშაზე, ბალახზე.
გუბეში მოსხმარტალე თევზს ხელით იჭერდე.
არ გვინდა სამოსი. შიშველი მიზიდავ! ჩაცმულიც:) ეს ისე ვთქვი, სტროფს მოუხდა და:))
ააუუუ გადავარდი!
კუნძული არა გვაქვს. ღამე კი ჩვენია კალენდარს წავართვი.
საკუთარი ბლოგი
  • პომპიერო
ფავორიტი ბლოგები
  • ჩემი ბლოგი!
  • ჟურნალისტის ბლოგი
  • DAVID.GE 2.0
  • Archily's Blog-ოდნავ ანარქიული ბლოგი
  • მე ვარ ქალი ანუ ის რის გარეშეც შენ არ შეგიძლია..............
  • hexe's parrot
  • ანდრო ბარნოვის ბლოგი
  • ლაშარელა
  • თითქმის EXCLUSIVE
  • ბათუმელი ჟურნალისტის ბლოგი
  • სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები =)
  • ბლოგროლის შესახებ
  • ჩვენი ბლოგი
  • პროექტის ჯგუფი
  • სამომხმარებლო შეთანხმება
  • უკუკავშირი

© blogroll.ge 2009–2010

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო ომედია სტუდია