nino-n / ბლოგერი
ბოლო რამდენიმე პოსტი:
ესეც ასე, დააკლიკეთ ღილაკს და ისე განაგრძეთ კითხვა. მადლობა ტომუშკას და ნან-ს, კიდევ ერთი ახალი რაღაც ვისწავლე ბლოგისთვის.
მეორე დღეა სოფელში ვარ. რკინის კარიდან მოხსნილი ჟანგმოკიდებული დიდი ბოქლომი იქვე ღობეზე კიდია. კარი სანახევროდაა მიხურული, ისე, რომ მეზობლის პატარა ბოჩოლა თავისუფლად ეტევა და ამწვანებულ ეზოში დადის მთელი დღე... შავია, შუბლზე დიდი თეთრი ნიშნით და მშვიდი თვალებით... არ ვაგდებ....
ოთახებიდან უკვე გავიდა უდაბურობისა და მიტოვებულობის სუნი. მყუდროება დაერღვათ სიმშვიდენაპოვნ ობობებს, ვეღარც თაგვები დაძვრებიან სოროდან სოროში თამამად, სამაგიროდ ყოველ ღამე აქვთ დიდი ფართი ჭერში ...
დღე და ღამე არ ქრება სახ

არასოდეს მიფიქრია და მიანგარიშია იმდენი, ახლა რომ ვანგარიშობ. 30 მაისისთვის სასწრაფოდ მჭირდება ასე 5 000 ლარამდე, გაცილებით მეტი და არა ნაკლები. ახლა უნდა გავწერო საკუთარი ბიუჯეტი, საიდან, რა, რამდენი და როგორ დავზოგო, რა მოვიკლო, რა შევზღუდო, როგორ ვიკვებო იაფად და ა.შ. რომ ჩემი მოკრძალებული ხელფასიდან ეს თანხა შევაგროვო. (არადა, ფოტოაპარატზე ვოცნებობდი)
პ.ს. ახლა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად კარგია მობილურს ე.წ. კალკურატორი რომ აქვს. ასე რომ არა, ახლა გამომთვლელის ძებნაში უჯრების ჩხრეკა-ბრახუნით ნეტარი ძილით მძინარ ჩემ ოჯახს გავაღვიძებდი. აქვე, ვიტყვი, რომ ჩემი ოთხთვიანი უმობილურობის ხანა, უფრო სწორად ცუდმობილურობის ხანა (რომლით
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრიდან ახლა მხოლოდ ეს კედლებია დარჩენილი. უგუმბათო ტაძარში ხალხმრავლობა ხშირადაა. მცირე სამლოცველოში ყოველ შაბათს ლოცვაც აღევლინება.
აქ ჯვარსაც არაერთი წყვილი იწერს, - ღია ცის ქვეშ, უგუმბათო ტაძარში, მტრედების ღუღუნის ფონზე....
როდის დაიწყება ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია არავინ იცის. არადა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ამდენ წვიმასა და ქარს კედლები ვეღარ გაუძლებს და მალე ისინიც ჩამოიშლება. მერე ტაძარი, რომელიც ერთ დროს საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა და საქართველოს ტაძრებს შორის უდიდესი იყო ფართობით, მხოლოდ ისტორიისა და რელიგიის ფურცლებზე, მოგონებად დარჩება...