- არ უსმინოთ ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აკრიტიკებს. პრინციპში, მე მოსმენა კარგად წამადგა- ისეთ საშინელებას ველოდებოდი სხვების მონაყოლის მიხედვით, იმასთან შედარებით ჯაყოს ხიზნებიც შედევრად მომეჩვენებოდა ალბათ :D
- მაქსიმალურად ეცადეთ თავი აარიდოთ ამ ფილმის შედარებას წიგნთან
tiny / ბლოგერი
ბოლო რამდენიმე პოსტი:
დღეს andy-ს და კინოთეატრ ამირანის წყალობით alice in wonderland-ზე წავედი(მოსაწვევით), როგორც იქნა! პირველივე დღეებში მინდოდა წასვლა, მაგრამ ეს რიგებში დგომა.. ავატარზეც ასე მომივიდა,მგონი ყველაზე გვიან ვნახე :D ნუ,ამჯერად გადავრჩი “ყველაზე გვიან”-ს და ვნახე ალისა..
სანამ კონკრეტულ განხილვაზე გადავალ, რჩევები მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს:
“ნიჭიერი “-(ს) კონტაქტები ..უკვე თვეზე მეტია რაც ნიჭიერი დაიწყო და ნიჭიერის ბლოგერი ვარ. მთელი ეს დრო, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ ამ ამბებში. თვალ-ყურს ვადევნებ ხალხის განწყობას, სტატისტიკებს და მართლა გეუბნებით, გაოგნებული ვარ! არც ერთ შოუს, არც ერთ პროექტს არ ჰქონია ასეთი გამოხმაურება ინტერნეტში. არც ერთი პროექტისთვის არ მიმიქცევია ამხელა ყურადღება. შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ ბოლოსდაბოლოს ვალდებულიც ვარ ყველაფრის საქმის კურსში ვიყო, თვალ-ყური ვადევნო და ა.შ. მაგრამ ფაქტი ფაქტია- როცა ნიჭიერი გადის ეთერში, ფეისბუქზე, ფორუმებზე, - ნიჭიერის გარდა არაფერი არ ხდება! (აფერუმ,დოდკა! :)) ) ხოდა, ძ
აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე. ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო :D მეთვითონაც იმდენად მივაჩვიე თვალი, რომ სარკეში ჩახედვისას ლამის კირას ველოდებოდი :D
ცოტა ხნის წინ დამებადა იდეა, რომ გადამეღო მასეთი სურათი, იმავე ფერებში, იმავე განლაგებით, მაგრამ მერე დამეზარა. თან ფოტოშოპი არ ვიცი და ფონის გაკეთება გამიჭირდებოდა..გუშინ წინა პოსტზე ლილიანმა ეს სურათი და
რამდენიმე დღის წინ, გადავლახე მორცხვიზმი და შევქმენი ჩემი ბლოგის fan page ფეისბუქზე.
[ყოველი შემთხვევისთვის განმარტება
]
ხოდა სანამ იმაზე გადავალ, როგორ დამთავრდა შექმნის მცდელობა..
რომ შევქმენი (ოღონდ ჯერ დამალულ რეჟიმში), ჯერი მიდგა profile სურათზე. აი მანდ გავიჭედე- მივხვდი, რომ არანაირი დამახასიათებელი არ მქონდა. აი რას ვამბობ, მაგალითად:
სანამ ამ აბზაცამდე ჩამოხვედით, ხომ უკვე მიხვდით სამივე სურათი ვის ეკუთვნის? ყველამ იცის, რომ ეს დოდკა, სვითი და სოფი არიან..
და რა მაქვს მე ასეთი? რასთან ვასოცირდებით მე და ჩემი ბლოგი? ერთადერთი, რაც ჩემთან ვიზუალურად ასოცირდება, არის ჩემი გან
ადრეც ვთქვი, რომ ყოველთვის ვცდილობ თავი ავარიდო პოლიტიკას, რელიგიას და სხვა მსგავს მწვავე საკითხებს, მაგრამ ხანდახან, უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება. არ შეიძლება რა- ბურთის ყელში მობჯენას, გირჩევნია შენი საკუთარი, თუნდაც არაკომპეტენტური აზრი თქვა.არ ვარ პოლიტიკაში დიდად გარკვეული, უფრო სწორად დღევანდელ პოლიტიკაში.ცოტა ხნის წინ მოვეშვი მსგავს საკითხებს,ვარდების რევოლუცია მოხდა და ამოვისუნთქე.
იმის მერე არც ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და “რას გვიშვრება ეს მთავრობა”-ზე არ მინერვიულია :D
დროდადრო რაღაც გვარები მესმის, ხდება აქტუალური საკითხები, მაგრამ მე ჩემთვის მშვიდად ვარ 2013 წლამდე :D მხოლოდ დროდადრო თუ ამიშლის ნერვებს დაბდური ოპოზი




