ჩემ მიერ შექმნილი სიმპსონისეული ავატარი
მოკლედ, ახლა მივხვდი წინა ჩანაწერში ”ავატარზე” რამდენი კვერცხობა მიწერია. მიუხედავად ამისა, არ წავშლი, კვერცხობასაც თავისი მუღამი აქვს.
ჰოდა, რისი დაწერა მსურდა. იმ დღეს ლევნამა მითხრა, ავატარზე რაღაც ფსიქოლოგიური გარჩევა გაუკეთებიათ და იმას განიხილავდნენ, ვინ ვისი ავატარი იყოო, ადამიანი ავატარის თუ ავატარი ადამიანისო. კაროჩე, თუ აირიეთ, დაიკიდეთ, ამაზე მაინც არ ვაპირებ წერას. ჰოდა, მაგაზე გამახსენდა, ავატარის, როგორც სიტყვის მნიშვნელობა.
ავატარი არის ინდური სიტყვა და ინდოელნი ხმარობენ მას რეინკარნაციის მაგიერ. აი, მაგალითად, კრიშნას ავატარი, იგივე მისი განსახიერება/რეინკარნაცია




