რეცეპტი მოცარტის სამშობლოდან, რომელიც მხოლოდ ცხელი სახით უნდა მიირთვათ!

როგორ გარდავქმნათ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილა საოცარი გემოს მქონე დესერტად – ამის შესახებ მშვენივრად იციან ავსტრიაში. ეს ავსტრიული, კერძოდ, ზალსბურგული დესერტი – ,,ნოკერლნი” – საოცრად იდუმალი და უცნაური კერძია. შესახედად იმ სამი გორაკის სიმბოლოა, რომელიც გარგს ერტყმის ქალაქ ზალსბურგს, ხოლო შაქრის პუდრა დათოვლილი მწვერვალებია.

დღეს ჩვენ გთავაზობთ უჩვეულო ნოკერლნის მომზადების რეცეპტს.

ათქვეფილი ცილა შაქრით

ინგრედიენტები დესერტისთვის

  • 100 გ შაქარი
  • 5 ცალი კვერცხი
  • 50 გ ჟოლო
  • 2 ს. კ. ფქვილი
  • ერთი ს. კ. სახამებელი
  • ნახევარი ჩ. კ. ვანილი
  • ლიმონის ცედრა
  • ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის პუდრა

ინგრედიენტები სეროფისთვის

  • 50 გ ჟოლო
  • 40 მლ ნაღები
  • 10 გ შაქარი

მომზადება

1. გაყავი კვერცხის გული ცილისგან, დაგჭირდებათ 5 ცილა და 3 გული. ცილა ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად მდგრადი ქაფის მიღებამდე. შემდეგ თანდათან დაამატეთ შაქარი და კვლავ თქვიფეთ.

2. კვერცხის გულებს დაამატეთ ლიმონის ცედრა და ვანილი. კარგად აურიეთ და შემდეგ ჩაასხით ცილოვან მასაში. დაამატეთ ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი. ფრთხილად აურიეთ სილიკონის კოვზით.

3. საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა კარაქი და ჩაასხით მასში მასის ნახევარი. ზემოდან დაალაგეთ ჟოლო, ცომის მეორე ნახევრიდან კი გააკეთეთ სამი ბორცვი.

4. დესერტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. ბორცვები უნდა დაიბრაწოს, მაგრამ არ უნდა გაყავისფრდეს. ღუმელი არ გამოაღოთ ცხობის დასრულებამდე, თორემ ბორცვები ჩაიფუშება.

5. სანამ დესერტი ცხვება, მოამზადეთ ჟოლოს სოუსი. ამისათვის გაჭყლიტეთ ჟოლო ფაფისებურად, ნაღები ათქვიფეთ შაქართან ერთად და შეურიეთ ჟოლოს.

6. მზა დესერტს მოაყარეთ შაქრის პუდრა და სუფრასთან მიიტანეთ მალინის სოუსთან ერთად.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ვიდეოს:

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply