ჰოლივუდის მსახიობების საყვარელი კერძები

საღამოს, კარგი ფილმის ყურება და გემრიელი რამის მირთმევა, ბევრისთვის ტრადიციად იქცა. კინემატოგრაფის მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევთ ვიპოვნოთ ფილმი თუ სერიალი ნებისმიერი განწყობის მიხედვით. საინტერესოა, რას ჭამენ ვარსკვლავები, რომლებსაც ეკრანზე ვუყურებთ?

ერთი შეხედვით შესაძლოა გეგონოთ, რომ ყველა ვარსკვლავი მკაცრ დიეტას იცავს და სწრაფ კვებას არ ეტანება. ეს ასე არაა.

სკარლეტ იოჰანსონი

ცნობილი მსახიობი გიჟდება მექსიკურ სამზარეულოზე. ის დარწმუნებულია, რომ ცხარე საკვები ეხმარება იყოს ფორმაში. ლავაშში ჩალაგებული დაჭყლეტილი ხორცი, ყველი, ბრინჯი და პომიდორი მოკაზმული ცხარე სოუსით, ანუ კლასიკური ბურიტო, არის კერძი, რომელზეც სკარლეტი უარს ვერ ამბობს.

პენელოპე კრუსი

მსახიობი თვლის, რომ კალორიული საკვები ეხმარება აღიდგინოს გადასაღებ მოედანზე დაკარგული ენერგია. ამიტომაც, პიცა, მაკარონი და სხვა ცხიმიანი და შემწვარი საკვები მის რაციონში მუდმივადაა.

ტომ კრუზი

ტომი იტალიური სამზარეულოს ფანია. ხშირად შეხვდებით მას რესტორანში პიცით, პასტით ან რავიოლათი თეფშზე. თავადაც მშვენივრად ამზადებს და ექსპერიმენტებს ატარებს კერძების შექმნისას.

ანჯელინა ჯოლი

ეს ჰოლივუდის ლამაზმანი კი უპირატესობას ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებს. ხამანწკები და ბუიაბესი ანჯელინას სუსტი წერტილებია. ის ცხოვრების ჯანსაღ წესს და სწორ კვებას მისდევს.

ფრედერიკ ბეგბედერი

ფრანგული ლიტერატურის ვარსკვლავი დიდი გურმანია. მისი საყვარელი ლანჩი შედგება ტრიუფელისგან ფუა გრასთან ერთად.

ჰეიდი კლუმი

ქალი მშვენიერი ფიგურით და ბევრი მამაკაცის აღტაცების ობიექტი, ჰეიდი დიდ სიამოვნებას იღებს მაკდონალდსის საკვებით.

კაილი მინოუგი

ყოველჯერზე, საკვების მიღების წინ, ავსტრალიელი მომღერალი გრეიფრუტის ნაჭერს მიირთმევს. მისი სიტყვებით, ეს ეხმარება დარჩენს ტონუსში და შეამციროს მიღებული საკვების რაოდენობა.

ლედი გაგა

ეპატაჟურ ლედი გაგა ს მოსწონს იაპონური სამზარეულო, ასევე ყველი და ქათამი გრილზე. სასმელებიდან კი გამოარჩევს ჯანჯაფილის ელს.

ჯუდ ლოუ

ბრიტანელი მსახიობი ხშირად დგება შუაღამეს, რათა საყვარელი სენდვიჩი მიირთვას პომიდვრით, ბეკონით, მაიონეზით და სალათის ფურცლებით.

კეტი პერი

მომღერალი ორგანულ დიეტას იცავს და მთლიანად თქვა უარი შემწვარზე. ერთადერთი, რაზეც უარს ვერ ამბობს, სოკოა. ის გამოტყდა, რომ მათ ტონობით ამზადებს.

Leave a Reply