ხორცი გაათავისუფლე ძვლებისგან. ძვლები, კანი და ხრტილები არ დაგვჭირდება.

სიტყვა ”რიიეტა” არც ისე საშიშია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ეს არის პაშტეტის მსგავსი კერძის ფრანგული ვარიანტი, რომელიც ტრადიციულისგან განსხვავდება თავისი ბოჭკოვანი და უხეში კონსისტენციით, მაშინ როცა პაშტეტი ერთგვაროვანი მასაა. ქათმის რიიეტა მზა პაშტეტის შესანიშნავი ალტერნატივაა და ნამდვილი მხსნელია მათთვის, ვინც ვერ იტანს ღვიძლის სუნს და გემოს. ყველაზე სასიამოვნო ამ რეცეპტში – მისი მომზადების პროცესია: ის კეთდება სწრაფად, ხორცსაკეპი მანქანისა და ბლენდერის დახმარების გარეშე. თანაც მისი მომზადებისთვის მცირე რაოდენობის ინგრედიენტები არის საჭირო.

ეს კერძი იდეალურია დილის ბუტერბროდების, შუადღის ხემსისა და ვახშმისთვისაც კი. ძალიან უხდება ხრაშუნა პურს.

პაშტეტი ქათმისგან

ინრედიენტები

  • 300-400 გ ქათმის ხორცი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 100 გ რბილი ყველი (შესაძლოა მდნარი ყველი)
  • მარცვლოვანი შავი პილპილი
  • დაფნის ფოთოლი გემოვნებით
  • როზმარინი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით
  • წყალი

მომზადება

1. პირველ რიგში, აუცილებელია ხორცის მოხარშვა. ძვლიანი ხორცი მოათავსე სქელი ძირის მქონე ქვაბში, დაამატე მას მარილი, დაფნის ფოთოლი, მარცვლოვანი შავი პილპილი და წყალი. მიიყვანე ადუღებამდე და ხარშე დაბალ ცეცხლზე სამი საათის განმავლობაში (საუბარია სოფლის ქათამზე). ხარშვა საჭიროა თავდახურულ მდგომარეობაში. თუ წყალი აორთლქლდება დროზე ადრე, მაშინ ადუღებულის დამატება გახდება საჭირო. აუცილებელია, რომ ხორცი ადვილად იშლებოდეს ბოჭკოებად.

2. ხორცი გაათავისუფლე ძვლებისგან (ძვლები, კანი და ხრტილები არ დაგვჭირდება). ბულიონი ცოტა ხნით გვერდზე გადადე. ყველი დაჭერი პატარა კუბებად.

3. ხორცი ჩაალაგე თასში, დაამატე 100-150 მლ ბულიონი, რომელშიც ქათამი იხარშებოდა. შემდეგ მსუბუქად ჩაჭყლიტე ჩანგლით. თუ ხორცს ბლენდერში გაატარებ, გამოვა არა რიიეტა, არამედ პაშტეტი! ამ კერძის მთელი უპირატესიბა კი მის კონსისტენციაშია.

4. ხორცს დაამატე ყველი და კვლავ კარგად ჩაჭყლიტე. ამ ეტაპზე შეგიძლია მას საყვარელი საკმაზი დაუმატო. ასევე ჩაყარე დაჭრილი მწვანილი, მოაყარე მარილი და პილპილი გემოვნებით.

5. ჩაალაგე ხორცი მინის ქილაში, ეცადე მჭიდროდ. ქილა შეინახე მაცივარში, თავდახურულ მდგომარეობაში.

6. კერძის მირთმევა მაშინვე შეგიძლიათ, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, რომ ის დააყოვნოთ მაცივარში რამდენიმე საათის განმავლობაში. ქათმის რიიეტა გაციების შემდეგ უფრო მკვრივი და არომატული ხდება და ამიტომ უფრო ადვილად ესმევა ხრაშუნა პურის ნაჭერს.

ქათმის რიიეტა მშვენიერი წასასმელი პასტაა ტოსტებისთვის და ბუტერბროდებისთვის. კერძის მირთმევა შეიძლება როგორც ცივი სახით, პირდაპირ მაცივრიდან, ასევე შეგიძლიათ გაათბოთ ოთახის ტემპერატურამდე. ამისთვის ის ცოტა ხნით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. როცა მოგინდებათ გემრიელი, ნოყიერი და უცხიმო საკვები, ჩვენი რეცეპტი სწორედ ამ დროს გამოგადგებათ!

გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply