ეს ნატურალური სასმელები გონებრივი გადაღლილობისა და სტრესის შესამცირებლად იდეალური გამოსავალია

შვრია და ბანანი ადამიანს ხდის ენერგიულს. ჩვენი ორგანიზმი ტრიპტოფანს (რომელიც ბანანში შედის) გარდაქმნის სეროტონინად, რაც გვიუმჯობესებს განწყობას.

სამსახურეობრივი თუ პირადი პასუხისმგებლობები, სტრესის პერიოდები ან დაღლილობა ხშირად ხასიათს გვიფუჭებს. ჩვენ ამ ყველაფერთან ბრძოლის მეთოდებს გთავაზობთ არა რაიმე ტექნიკის, არამედ ბუნებრივი და ჯანსაღი სასმელების დახმარებით.

1. შვრიის, ბანანისა და თაფლის წვენი

ინგრედიენტები

  • მწიფე ბანანი
  • შვრიის ფანტელები
  • ბერძნული იოგურტი
  • უცხიმო რძე
  • 2 ს. კ. თაფლი
  • ცოტა დარიჩინი

მომზადება

ეს სმუზი ეფექტურად ებრძვის გონებრივ დაღლილობასა და სტრესს. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია: ჩაალბეთ შვრია თბილ წყალში, ცოტა ხნის შემდეგ გადაწურეთ. აიღეთ მწიფე ბანანი, დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ ბლენდერში. ჩაამატეთ დამბალი შვტია. დაასხით რძე და იოგურტი.

დაამატეთ ცოტა თაფლი და დარიჩინი. უმჯობესი იქნება, თუ სმუზს ცივს დალევთ. ის აგრილებს და ასვენებს გონებას. ბანანის, თაფლისა და შვრიის სინთეზი საოცარ ენერგიას ანიჭებს ჩვენს ორგანიზმს.

2. სტაფილოს, ჭარხლისა და ვაშლის წვენი

ინგრედიენტები

  • საშუალო ჭარხალი
  • მწვანე ვაშლი
  • სტაფილო
  • ნახევარი კიტრი
  • ერთი ჭიქა წყალი

მომზადება

ეს წვენი საგრძნობლად შეამცირებს თქვენს დაღლილობას და გაგიუმჯობესებთ განწყობას. სასმელი შესანიშნავად წვავს ცხიმებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს ღვიძლსა და თორკმლებს ტოქსინებისგან.

მომზადება ძალიან მარტივია: უბრალოდ გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, დაჭერით ისინი პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ წყალი და ათქვიფეთ. სჯობს ეს წვენიც გააციოთ და შემდეგ მიირთვათ, ცხელ ამინდში განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება. გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ ეს ჯანსაღი და ნატურალური რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply