ბრაზილიური ლიმონათის რეცეპტი. თუ ტეკილას დაუმატებთ, ცოტა შეგახურებთ და შეგათრობთ კიდეც.

ამ ლიმონათს თავად ბრაზილიაში ,,ნიდერლანდურს” უწოდებენ, თუმცა ჩვენთან ცნობილია, როგორც ,,ბრაზილიური”. ჩვენ მოგიყვებით, როგორ შეიძლება მისი მომზადება ლაიმათი.

ბრაზილიაში ლაიმი და ლიმონი ერთი და იგივეა. ამიტომ შეგიძლიათ სპეციალურად ლაიმი არ ეძებოთ და შედარებით ხელმისაწვდომი – ლიმონი გამოიყენოთ.

როგორ მოვამზადოთ ლიმონათი სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • 4 ცალი ლაიმი (ან 2-3 ლიმონი)
  • ერთი ლიტრი სასმელი წყალი
  • ერთი ქილა შედედებული რძე
  • 5-7 ყინულის კუბი

მომზადება

1. 2 ცალი ლაიმი სრულად გაფცქვენი, დარჩენილებს კი მოაჭერი თავი და ბოლო. თითოეული 8 ნაწილად დაჭერი.

2. ლაიმი ჩააგდე ბლენდერში და დაასხი წყალი, დაახლოებით 250 მლ. ათქვიფე დაბალ სიჩქარეზე 10 წამის განმავლობაში. ძალიან დაქუცმაცება არ ღირს, თორემ ლიმონათი მწარე გამოვა.

3. მიღებული მასა გადაწურე, ლაიმის წვენი კვლავ გადაასხი ბლენდერში. დაამატე შედედებული რძე და შეავსე დარჩენილი წყლით. კვლავ ათქვიფე ერთი წუთის მანძილზე, სანამ ლიმონი თოვლივით თეთრი არ გახდება. შემდეგ დაამატე ყინული და კვლავ თქვიფე ერთი წუთი.

რჩევა რედაქციისგან:

ლიმონათი სახლის იმიტომ არის, რომ რეცეპტის ნორმიდან ყველანაირი გადახრა დასაშვებია. მაგალითად, შედედებული რძის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავისფერი შაქარი ან სასმელი გახადოთ მაქსიმალურად ნეიტრალური. ლიმონათს ძალიან უხდება ჩვეულებრივი ლიმონიც.

გთავაზობთ ვიდეოს, რათა არაფერი გამოგრჩეთ მომზადებისას:

ლიმონათში შეგიძლიათ ჩააწვეთოთ ცოტა ტეკილა, ის ცოტათი შეგახურებთ და დაგეხმარებათ კარგ ხასიათზე დადგომაში! გემრიელად მიირთვით!

თუ სცდით ჩვენი ლიმონათის გაკეთებას, აუცილებლადდ მოგვიყევით კომენტარებში როგორი გამოგივათ! გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply