თქვენ მოამზადეთ ჰაეროვანი ტორტი გამოცხობის გარეშე, რომელზეც ძალიან ცოტა დრო დაგეხარჯათ

ზაფხულის პერიოდში სიცხის გამო უმჯობესია დესერტები გამოცხობის გარეშე მომზადდეს. დღეს ჩვენ გთავაზობთ ტირამისუს კვერცხის გარეშე, რომელიც ატმით მზადდება და თქვენი ფავორიტი ნამცხვარი გახდება. ფუძედ ჩვენ ავიღეთ ნაზი არაჟნის კრემი შედედებულ რძესთან ერთად, ხოლო ცომის ნაცვლად იყენებენ სავოიარდის ორცხობილა ყავის არომატით. დესერტს კი დავამატეთ ატამი, რამაც მას ზაფხულის არაჩვეულებრივი გემო მიანიჭა. ხილის ტირამისუ ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

ინგრედიენტები

  • 500 გ არაჟანი
  • 300 გ შედედებული რძე
  • 200 გ სავოიარდის ორცხობილა
  • 1-2 ცალი ატამი
  • 15 გ ჟელატინი
  • 150 მლ წყალი
  • 250 მლ ყავა
  • კაკაოს ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1. არაჟანი შეურიეთ შედედებულ რძეს. ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. გარეცხეთ ატამი, გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

3. ჟელატინს დაასხით წყალი და დადგით 15 წუთით. ჟელატინი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე. როცა გაცივდება, ჩაასხით ის არაჟნის მასაში. კარგად აურიეთ.

4. მოხარშეთ მაგარი შავი ყავა, ორცხობილას ნახევარი ჩაასველეთ ყავაში და დაალაგეთ ფორმის ძირზე. წაუსვით კრემი. ზემოდან კი მოათავსეთ ატმის ნაჭრები.

5. დაადეთ ზემოდან ორცხობილას მეორე ფენა და კვლავ წაუსვით კრემი. შემდეგ ისევ ატამი და კვლავ კრემი. ტირამისუს მოაყარეთ კაკაო და შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათის განმავლობაში.

თქვენ მოამზადეთ ჰაეროვანი ტორტი გამოცხობის გარეშე, რომელზეც ძალიან ცოტა დრო დაგეხარჯათ. საჭიროა მხოლოდ მოცდა, სანამ ის გაიყინება. მოიჭერით დიდი ნაჭერი და მიირთვით გემრიელად! ჭამის შემდეგ არ იგრძნობთ არავითარ სიმძიმეს, უბრალოდ დატკბებით.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply