აი, რატომ უნდა დალიოთ ოხრახუშის სასმელი ყოველდღე ძილის წინ

ბუნებრივი დეტოქს სასმელები საუკეთესოდ ახდენს სხეულის შინაგან წმენდას, მეტაბოლიზმის დაჩქარებას და წონის დაკლებას. ზოგჯერ მხოლოდ სპორტი და კვება არ არის საკმარისი პრობლემის ყოვლისმომცველად გადაჭრისთვის.

გამწმენდი სასმელების ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტებია ჯანჯაფილი ან ლიმონი. ეს კომბინაცია ეფექტურად შლის ცხიმებს და ყველამ იცის ამის შესახებ. მაგრამ ცოტას თუ სმენია ოხრახუშის სასარგებლო თვისებებზე. ეს სასმელი ხელს უწყობს წონის დაკლებას იმაზე უკეთ, ვიდრე სპორტული ცხიმების დამშლელები. რატომ უნდა მოიწამლოთ თავი ქიმიით, როდესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუნებრივი საშუალებები. იაფი და სასარგებლო!

გამწმენდი კოქტეილი

ინგრედიენტები

  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინის ფხვნილი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადება

კოქტეილის ყველა ინგრედიენტი აურიეთ ბლენდერში. დალიეთ ეს წვენი ყოველ საღამოს დაძინებამდე ორი საათით ადრე. შედეგი არ დააყოვნებს!

სასმელის მიღების კურსი 2 კვირაა. კურსის განმავლობაში ასევე სასარგებლოა რამდენიმე განტვირთვის დღის გაკეთება, მაგალითად, პირველი, მეშვიდე და ბოლო დღე. ეს გულისხმობს დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვების გამოყენებას ამ პერიოდში. მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.

ეს სასმელი ეფექტურია, ვინაიდან ოხრახუში ასტიმულირებს ცხიმების ცვლას ქსოვილებში, გამოაქვს ზედმეტი სითხე სხეულიდან და ხსნის შეშუპებას.

ოხრახუში უკუნაჩვენებია ორსული ქალებისთვის და მათთვის, ვისაც შარდის ბუშტისა და თირკმელების დაავადებები აწუხებს. სასმელის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

სინამდვილეში, არ არის რთული მეტაბოლიზმის დაჩქარება, საკმარისია მხოლოდ სწორი ცხოვრების წესის წარმართვა და დიეტაში დიდი რაოდენობით ვიტამინების დამატება. ბუნებრივი დეტოქს კოქტეილები კი აუცილებლად დაგჭირდებათ დიეტის დროს. ისინი ნამდვილი ვიტამინის ბომბია. ამიტომ, შეინახეთ ჯანსაღი სასმელის ეს რეცეპტი და აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

Leave a Reply