გაიგე, რას ამბობს ტუჩის ფორმა თქვენს პიროვნებაზე

არსებობს ასეთი მეცნიერება: სახის კითხვა. ამ მეცნიერების თანახმად, ტუჩის ფორმა ადამიანის ხასიათის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. რა ემოციებსაც არ უნდა ვგრძნობთ შინაგანად – იქნება ეს ბედნიერება, მწუხარება, ბრაზი ან გაღიზიანება – მისი პირველი ფიზიკური გამოხატვა ხდება ჩვენი ტუჩებით. ჩვენ აზრებს სიტყვიერად ვაზიარებთ, რაც ასევე პირის საშუალებით ხდება. აქედან გამომდინარე, ექსპერტები საუბრობენ ღრმა კავშირზე ტუჩის ფორმასა და ფსიქოლოგიას შორის.

ქვემოთ მოცემულია ტუჩის ფორმის 10 ტიპი – სხვადასხვა ზომის, სისქისა და შეფერილობის – და ისინი პიროვნულ მნიშვნელობებსაც აღწერენ.

1. ბუნებრივად დიდი და ფუმფულა ტუჩები

ენ ჰეთევეი

ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბუნებრივად დიდი ტუჩები, არიან თანამგრძნობები, კეთილები და ავლენენ ძლიერ დედობრივ ინსტიქტებს. ისინი ბედნიერებას სხვებზე ზრუნვაში პოულობენ და მუდამ იცავენ საყვარელ ადამიანებს. მათი აღმზრდელობითი უნარები ქების ღირსია, გულთბილი ბუნება კი ცხოველთა მოყვარულებადაც აქცევთ.

2. პატარა და ფუმფულა ტუჩები

პატარა ტუჩების მქონე ადამიანები საკუთარ თავს ყველაფერზე მაღლა აყენებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ეგოისტები არიან. უბრალოდ, მათ ესმით, რომ თუ საკუთარ თავზე თავად არ იზრუნებენ, ამას სხვა არავინ გააკეთებს! ასე რომ, ისინი საკუთარ ინტერესებს ყოველთვის სხვებზე წინ აყენებენ, მაგრამ არასდროს აზარალებენ სხვებს.

3. საშუალო ზომის ტუჩები

ამ ადამიანებს აქვთ საშუალო ზომის, დაბალანსებული ტუჩის ფორმა, ზედა და ქვედა ტუჩები თითქმის ერთნაირი ზომისაა, არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი. ეს ადამიანები გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩევიან. მათი მანერები მშვენიერი და დახვეწილია, ისინი თითქმის არასდროს ბრაზდებიან. სტაბილური ბუნების გამო, მეგობრები მათ ხშირად მიმართავენ და ისინიც შესანიშნავი მსმენელების როლს ირგებენ.

4. თხელი ტუჩები

თხელი ტუჩების მქონე ადამიანებს უყვართ მარტოობა. ისინი გულით მარტოსულები არიან, თუმცა კარგად ერკვევიან სოციალიზაციაში. მათ ურჩევნიათ ხარისხიანი დრო გაატარონ საკუთარ თავთან, ვიდრე არაფრისმომცემ სოციალურ შეკრებებზე წავიდნენ. რადგან მათ მოსწონთ მარტო ყოფნა, ასევე კარგად გამოსდით, რომ იყვნენ დამოუკიდებლები და თვითდაჯერებულები. ურთიერთობებში თავსებადები არიან ისეთ პარტნიორებთან, რომლებსაც აქვთ მკაფიო ცხოვრებისეული მიზნები.

5. პატარა და სიმეტრიული ტუჩები

ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები საოცრად გამოიყურებიან, მათი ბუნება სავსეა შემოქმედებითი ენერგიით. ისინი ყოველთვის იკვლევენ ახალ გზებს თავიანთი შემოქმედების გამოხატვისა და ხალხის აღფრთოვანების მიზნით. მათ ასევე აქვთ კარგი ორატორული უნარები, რაც მათ უპირატესობას აშკარად გამოკვეთს სოციალურ ურთიერთობებში. თუმცა, ეს კრეატიულობა მათ ცოტა იმპულსურსაც ხდის, რაც ხშირად არასწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ვლინდება.

6. მომრგვალებული, პატარა, მაგრამ ოდნავ განიერი ტუჩები

ასეთი ტუჩების მქონე ადამიანები არიან ემპათიურები, კეთილები და მგრძნობიარეები. მათი საუკეთესო მხარე არის ქველმოქმედება და სხვების დახმარების სურვილი. ნებისმიერი უსამართლობა ღრმად მოქმედებს მათ მგრძნობიარე გულზე, რის შედეგადაც ძალიან სევდიანდებიან. ისინი ყველაზე ბედნიერები მაშინ არიან, როდესაც ისეთ საქმეში ერთვებიან, რაც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს.

7. ფართო ტუჩები

ფართო ტუჩების მქონე ადამიანები ბუნებით ძალიან დიდსულოვნები და პასუხისმგებლობით სავსეები არიან, მით უმეტეს, როცა ეს პროფესიულ ცხოვრებას ეხება. ისინი საღად მოაზროვნეები არიან და გამოწვევებს მტკიცედ უმკლავდებიან. სამსახურში მათ ძალიან  აფასებენ, როგორც სანდო თანამშრომლებს, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ გეგმებს.

8. მაღალი ზედა ტუჩი 

ადამიანებს, რომლებსაც ზედა ტუჩები უფრო გამოკვეთილი აქვთ, ვიდრე ქვედა ტუჩები, მოკრძალებული ხასიათი აქვთ. მათ სჯერათ თავმდაბალი ცხოვრების წესის, არ იწონებენ არასაჭირო მატერიალურ ქონებას და არ ეძებენ სიამოვნებას. ისინი სიამოვნებას იღებენ სხვებთან ურთიერთობით და ძალიან მოსწონთ სიღრმისეული კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან.

9. მოზრდილი ქვედა ტუჩი 

ადამიანები, რომლებსაც ქვედა ტუჩები უფრო გამოკვეთილი აქვთ, ვიდრე ზედა ტუჩები, ყოველთვის ენერგიით არიან სავსეები და მუდმივად ეძებენ გართობასა და თავგადასავალს. აქტიური ცხოვრების წესი, ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ადგილების მონახულება ის არის, რაც მათ სურთ. საკუთარი თავის რწმენის წყალობით ისინი სტრესულ სიტუაციებს ეფექტურად უმკლავდებიან.

10. ხელოვნურად დაბერილი ტუჩები

სახის თითოეული ნაკვთი წარმოადგენს თქვენს სპეციფიკურ მახასიათებელს, ეს დეტალები კი აშენებს თქვენს მთლიან პიროვნებას. ასე რომ, თქვენი ბუნებრივი თვისებების შეცვლა რეალურად ნიშნავს არჩევანს. ტუჩის გადიდების ხარისხი პირდაპირპროპორციულია თქვენი ჰედონისტური სურვილების ხარისხისა.

ახლა თქვენ იცით, რომ ტუჩები არ არის მხოლოდ ლამაზი ნაწილი, რომელიც ამშვენებს თქვენს სახეს. ტუჩის ფორმა და ადამიანის ხასიათი ღრმად არის დაკავშირებული.

თქვენ როგორი ტუჩის ფორმა გაქვთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში და გვითხარით დაემთხვა თუ არ აღწერა თქვენს პიროვნებას!

Leave a Reply