ფოტოზე რასაც პირველად დაინახავ, ის გიამბობს რა სისუსტე გაქვს სიყვარულის გამოხატვისას

დოქტორი გარი ჩეპმენი, თავის წიგნში, სიყვარულის ხუთი ენა: როგორ გამოვხატოთ გულწრფელი პასუხისმგებლობა თქვენი მეუღლის მიმართ, ამბობს, რომ ჩვენი სიყვარულის ენა არის გამოხატვის საშუალება, რომლითაც გასცემთ სიყვარულს და გსურთ მიიღოთ ის თქვენი პარტნიორისგან. მოდით დღეს გაიარეთ სიყვარულის ენის გამოხატვის დასადგენი ტესტი, რათა გააცნობიეროთ თქვენი მოსაწონი სასიყვარულო ენა და ასევე იპოვოთ თქვენი ფარული სისუსტე სიყვარულში!

ყველა ჩვენგანი ვიყენებთ სიყვარულის 5 ძირითადი ენიდან მინიმუმ ერთს

  • დროის ხარისხიანად გატარება პარტნიორთან.
  • საჩუქრების მიღება საყვარელი ადამიანისგან.
  • ერთგულების აქტის მოწყობა ან რაიმეს მიძღვნა.
  • ლამაზი სიტყვების თქმა.
  • ფიზიკურად შეხება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ფლობთ სიყვარულის გამოხატვის უნიკალურ ენას, არსებობს გარკვეული ტიპის ენები, რომელთა გაგებაც რთულია და სწორედ ეს არის თქვენი ფარული სისუსტე სიყვარულში. ურთიერთობების უმეტესობა ამის გამო განიცდის მარცხს. მაშ, როგორ შეგვიძლია გავიგოთ ამ ფარულ სისუსტეზე?

უბრალოდ გაიარეთ სიყვარულის ენის დასადგენი მარტივი ტესტი, რათა გაიგოთ სიყვარულის იმ ენებზე, რომლებიც ყველაზე ნაკლებად თავსებადია თქვენთვის:

შეხედეთ სურათს და დაიმახსოვრეთ, თუ რას დაინახავთ პირველად.

1. თუ დაინახეთ წითელ მოსასხამში გამოწყობილი კაცი

თქვენთვის ყველაზე ნაკლებად თავსებადი სიყვარულის ენა არის ხარისხიანი დროის გატარება საყვარელ ადამიანთან

თქვენ დაკავებული ადამიანი ხართ, ამიტომ თუკი შეხვდებით ადამიანს, რომლის სასიყვარულო ენა არის ხარისხიანი დროის გატარება პარტნიორთან, დიდი შანსია, რომ დაკარგოთ ის. ამის მიზეზი ისაა, რომ მუდამ დაკავებული ხართ საქმით და არ ანიჭებთ უპირატესობას სასიყვარულო ცხოვრებასა და ურთიერთობებს. სამუშაოსა და პირადი ცხოვრების დაბალანსება თქვენი მთავარი სისუსტეა, რაც ხელს გიშლით ურთიერთობებში.

პარტნიორისთვის დროის გამოყოფა მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს კვირაში რამდენიმე საათი იყოს. რაც არ უნდა დაკავებული გრაფიკი გქონდეთ, გონივრული არ არის საყვარელ ადამიანებთან ყოფნაზე სრულიად უარის თქმა.

2. თუ დაინახეთ დაჩოქილი ადამიანი

თქვენთვის ყველაზე ნაკლებად თავსებადი სიყვარულის ენა არის ერთგულების აქტის გამოხატვა

თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ პარტნიორს ის, რაც თავად გსურთ, მათზე დომინირებისა და ზეწოლის გარეშე. დაიწყეთ იმით, რაც გსურთ, რომ მათ გააკეთონ თქვენთვის. ერთულების აქტი ან სიყვარულის ფიზიკურად გამოხატვა არ შემოიფარგლება მხოლოდ საძინებლით. ასეთი ქცევა თქვენი მთავარი სისუსტეა.

შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი წვრილმანები, როგორიც არის თქვენი ცოლისთვის საყვარელი მაკარონის მომზადება შაბათ-კვირას ან მოულოდნელი პაემნების მოწყობა და სადღესასწაულო მოგზაურობები, ან თუნდაც ის, რომ დაეხმაროთ მას სახლის საქმეებში. ეს წვრილმანები დაგიბრუნდებათ და თქვენი პარტნიორი აუცილებლად უპასუხებს თქვენს სიყვარულსა და ერთგულებას.

3. თუ დაინახეთ სახე

თქვენთვის ყველაზე ნაკლებად თავსებადი სიყვარულის ენა არის ლამაზი სიტყვების თქმა.

თუ თქვენ გსურთ ლამაზი სიტყვების მიღება, უთხარით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს. ალბათ გეშინიათ, რომ პარტნიორმა იფიქრებს, რომ სუსტი ხართ და მიგატოვებთ. მაგრამ თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. დროა გახადოთ საკუთარი თავი ამ სიყვარულის ენასთან თავსებადი.

იმ მომენტში, როდესაც თქვენი პარტნიორი გაიგებს, რომ თქვენ გჭირდებათ მუდმივი სიტყვიერი მხარდაჭერა, ის იამაყებს იმით, რომ შეეძლება ამის მოცემა. შედეგად უფრო დაახლოვდებით.

4. თუ დაინახეთ ჩრდილში მდგომი კაცი

თქვენთვის ყველაზე ნაკლებად თავსებადი სიყვარულის ენა არის საჩუქრების მიღება და ფიზიკური შეხება

კარგი, თუკი დაინახეთ ჩრდილში მდგომი მამაკაცი, ისე გამოვიდა, რომ თქვენ გაქვთ ორი სისუსტე. მაგრამ სანერვიულო არაფერია. ხშირია ფიზიკური შეხების მიმართ შიში, მაგრამ იცოდეთ, რომ ურთიერთობის დასაწყისში სექსი არ არის სავალდებულო. ხელის ჩაკიდება სიარულის დროს ან ჩახუტება ან შუბლზე კოცნა – ესენიც სრულიად საკმარისია სიყვარულის გამოსახატად.

თუ თქვენი პარტნიორისთვის სიყვარულის გამოხატვის ძირითადი ენა საჩუქრების მიღებაა, პანიკის მიზეზი არც აქ გაქვთ. შეიძლება გამოავლინოთ სიყვარულის ისეთი პატარა ნიშნები, როგორიცაა ყვავილების ან შოკოლადის მირთმევა – ესეც დიდ სასწაულებს ახდენს. მთავარია საყვარელ ადამიანს კარგად გააგებინოთ, რომ მასზე ზრუნავთ.

რას მეტყველებს ეს ტესტი თქვენ შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შედეგები!

Leave a Reply