საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა

საქართველოს ფოსტამ ამანათების ტარიფები გაზარდა – ფასები გაიზარდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ამანათებზე. ცნობილია, რომ განახლებული ტარიფები ძალაში 3 იანვრიდან შევიდა.

 

საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანის განახლებული ტარიფი 19 ლარია, რაც აქამდე არსებულს (8.5 ლარი) 124%-ით აღემატება. გაიზრდილია ამანათის ფოსტის სერვის ცენტრიდან გატანის საფასურიც და ის ახლა 14 ლარია. ასევე, გაუქმდა მცირე პაკეტები და შესაბამისად, მინიმალური თანხა რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია.

გაძვირებულია საერთაშორისო ტარიფებიც – მაგალითად, აშშ-ის მიმართულებით 1 კგ ამანათის საჰაერო გზით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარს შეადგენს. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.

წყარო :  https://newposts.ge/