“ყველაფერს ვიტყვი“ – ვინ არის ცნობილი მომღერალი, რომელზეც ხათუნა ჟორდანია ეჭვიანობდა

მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია ია ფარულავასთან გადაცემა „ფარულ კონვერტში“, რომლის სტუმარიც დღეს იქნება, აპირებს გაამხილოს ვინ არის მომღერალი, რომელზეც ყველაზე მეტად ეჭვიანობდა მას შემდეგ, რაც გაიგო მისი და მისი ქმრის ფარული რომანის დეტალების შესახებ. ხათუნა ჟორდანია აღნიშნავს, რომ ამ თემაზე საუბარს აპირებს, რასაც გადაცემაში მოვისმენთ.
ზურა ხაჩიძის და ხათუნა ჟორდანიას ქორწინებამ წლების წინ საზოგადოება აალაპარაკა. წყვილს დაშორებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მათი ოჯახი მყარი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში ყოფილა რთული პერიოდებიც, წყვილი ერთხმად აღნიშნავს, რომ სიყვარულის შენარჩუნება შეძლეს.