ვინ დახატა ბეგაშვილი სრულიად შიშველი – მსახიობი ფოტოს აქვეყნებს

ცნობილმა მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ის სრულიად შიშველი, სავარაუდოდ, თაყვანისმცემელმა დახატა. ნახატს და მას შორის მსგავსება აშკარაა.
ბეგაშვილი ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში. როგორც ცოტა ხნის წინ ხელმომწერებს გაუმხილა, მისი გული თავისუფალია და ახლა მარტოა. მოდელი დაახლოებით ორი წელი კრიმინალურ ავტორიტეტთან ლაშა ბარათელთან იყო ურთიერთობაში, თუმცა წყვილი, როგორც ჩანს, ზაფხულის შემდეგ ერთად აღარ არის.
შორენა ბეგაშვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. მეორედ მსახიობი ბიზნესმენ ირაკლი ნანავაზე იყო დაქორწინებული 8 წლის განმავლობაში, თუმცა საზოგადოებამ მათი ქორწინების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა.