“თხოვდება, მას თურქი მილიონერი საყვარელი ჰყავს“ – რას პასუხობს ნუცა ბუზალაძე ამ კითხვას

ცნობილი მომღერალი პირად ცხოვრებაზე იშვითად საუბრობს. ცოტა ხნის წინ კი აღიარა, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ინტერესის ობიექტი.
მომღერალი ნუცა ბუზალაძე ია ფარულავას გადაცემას „ფარული კონვერტი“ სტუმრობს. ის ბევრ კითხვაზე პასუხობს წამყვანს, მათ შორის, ჰყავს თუ არა უცხოელი მილიონერი თაყვანისმცემელი. ია ფარულავა ნუცას შესახებ გავრცელებული ჭორებიდან ერთ-ერთს ახმოვანებს: „ნუცა თხოვდება, მას თურქი მილიონერი საყვარელი ჰყავს…“ ვნახოთ, რა პასუხს გასცემს მომღერალი ამ მოარულ ხმას.
ცოტა ხნის წინ ნუცა ბუზალაძემ რადიო ,,ფორტუნას” გადაცემაში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, არის თუ არა მის პირად ცხოვრებაში სიახლე, ასე უპასუხა:
„ძალიან არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. არასდროს არავინ იცის, რომ შეყვარებული ვარ, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელსაც ვეპრანჭები, თუმცა სერიოზულ ურთიერთობაზე ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი“.
ნუცას ყველაზე გახმაურებული ურთიერთობა გასულ წელს ჰქონდა. არტისტის შეყვარებული საზოგადოებისთვის უცნობი მამაკაცი პატი მეზვრიშვილი იყო, თუმცა წყვილი დაშორდა და ნუცამაც შეწყვიტა მამაკაცის ფოტოების გამოქვეყნება.