“18 წლის ვარ აქ“ – კესარია აბრამიძის ცნობა ამ ფოტოზე გაგიჭირდებათ

ცნობილმა ტრანსგენდერმა მოდელმა კესარია აბრამიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ძველი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის 18 წლის არის. ფოტოზე კესარიას ცნობა გაგიჭირდებათ – სავარაუდოდ, ტრანსგენდერ მოდელს აქ ჯერ არც მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული და არც სქესის შეცვლის, თუმცა მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ცოტა ხნის წინ კესარიამ საზოგადოებას გაუმხილა, რომ დაახლოებით ოთხი წელია, რაც მდედრობითი სქესი უწერია პასპორტში. მკერდის ოპერაცია 15 წლის წინ გაიკეთა, სასქესო ორგანოსი კი ოთხი წლის წინ, რის შემდეგაც, ოპერაციის დადასტურებული მოწმობის შემდეგ, დაბადების მოწმობაც შეიცვალა და ახლა სრულფასოვანი ქალია.
სანამ კესარია აბრამიძე გახდებოდა, ის ბესო იყო. სანამ კესარია საბოლოოდ ქალი გახდებოდა, საზღვარგარეთ გენეტიკური მასალა გაყინა, რისი საშუალებითაც მას შეუძლია ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.