ქართველი სელებრითების ნაძვისხეების ტოპ-10: ერთად შევაფასოთ ვარსკვლავების გემოვნება

ახალი წელი ბევრს სწორედ ამ ნანატრი მომენტისთვის — ნაძვის ხეების მორთვა-გაპრანჭვისთვის უყვარს.
ათასფრად აელვარებული ნაძვისხე ხომ სახლს კიდევ უფრო მყუდროსა და ლამაზს ხდის, თანაც, სადღესასწაულო ატმოსფეროს აძლიერებს.
„Sputnik საქართველო“ ტრადიციულად სთავაზობს მკითხველს ქართველი ვარსკვლავების ნაძვისხეების მიმოხილვას. მოდით, ერთად შევაფასოთ ქართველი სელებრითების საახალწლო მორთულობა.

ანუკი არეშიძე

სიას თბილისის მერის მეუღლის, წარმატებული დიზაინერისა და ვლოგერის, ანუკი არეშიძის ნაძვისხით ვიწყებთ.
ანუკის, როგორც ფოტოზე ჩანს, უყვარს ვინტაჟური ნივთები, რომლებსაც სიძველის სურნელი აქვთ. ამიტომ ხე მინიმალურად არის მორთული სათამაშოებით, რომლებიც თითქოს წარსულიდან გადმოვიდნენ ნაძვისხეზე.

ანი ჯავახი

მოცეკვავემ ანი ჯავახიმ აშკარად არ დაინანა ფერადი გირლანდები — მის ბინაში ყველაფერი ყვითელ-ლურჯ ფერებშია განათებული.
მისი ნაძვისხე ჭერს სწვდება და თან დათოვლილის ეფექტი აქვს. მორთულია ბურთებით, დეკორატიული ყვავილებითა და გირჩებით. ეს ნამდვილად სადღესასწაულო განწყობაა!

თამო ვაშალომიძე

მოდელი თამო ვაშალომიძე ინტერიერში თეთრ და ცივ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.
მისი ნაძვისხე, გასული წლის მსგავსად, წელსაც თოვლივით თეთრია. სიქათქათის ეფექტს თეთრი დავერცხლისფერი სათამაშოები და გირლანდიქმნის — ცივი შუქითა და ბრწყინვალებით. ოღონდ ეს ძლიან სასიამოვნო „სიცივეა“.

ნუცა ბუზალაძე

სითეთრის კიდევერთი მოყვარულიაღმოჩნდა მომღერალი ნუცა ბუზალაძე.
მისი ნაძვისხე თეთრად კაშკაშებს და შეუძლებელია, ყურადღება არ მიიქციოს.

რუსა ჩაჩუა

მოდელმა რუსა ჩაჩუამ ნაძვისხესთან შვილებთან ერთად გადაღებული ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა.
მაძღარი მწვანე ფერის ნაძვისხეს გამჭვირვალე სათამაშოები და თეთრი ბურთები ამშვენებს. ხის ძირას კი ნაჭრის სათამაშოები ალაგია, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას აორმაგებს.

გიორგი გასვიანი

ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა, რომელიც შარშან პირველად გახდა მამა, თავისი ულამაზესი ნაძვისხის მთელი სერია გამოაქვეყნა.
ხე გირლანდით არის განათებული, თანაც ისე კაშკაშებს, რომ სათამაშოების დანახვა ცოტა რთულიც კია.

ეკა მამალაძე

მომღერალ ეკა მამალაძის ნაძვისხის ფოტოს დანახვისას შეიძლება იფიქროთ, რომ ნამდვილ ზღაპარში ხართ.
ბინის ინტერიერი და ხე ერთმანეთს საოცრად ერწყმის. ხოლო უჩვეულო სათამაშოები ხიბლსა და ჯადოსნურ ატმოსფეროს მატებს იქაურობას.

ევა ბარბაქაძე

ქართველი ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილმა, ევა ბარბაქაძემ, თავისი ნაძვისხის ვიდეო გაავრცელა.
მის ნაძვისხესაც თოვლის ეფექტი აქვს. საინტერესოა, რომ ხე ძალიან რეალისტურად გამოიყურება, რადგან სათამაშოებით არ არის მორთული. მასზე მხოლოდ გირჩებია.

ლელა წურწუმია

მომღერალმა ლელა წურწუმიამ თავისი ნაძვისხე უამრავი სათამაშოთი მორთო: ბურთებით, ყვავილებითა და პატარა ფოტოებით.
ვიდეოზე ლელა თავის პატარა ლეკვს ეთამაშება. მათ უკან კი ნაძვისხე ჩანს – ეს სასიამოვნო „ქაოსი“ ფრიად ჰარმონიულად გამოიყურება.

თაკო საზინა

ქართველმა ბიუთი-ბლოგერმა თაკო საზინამ თავისი მინიმალისტურად მორთული ნაძვისხის ფოტო გამოაქვეყნა.
მან გადაწყვიტა, რომ ნაძვი სათამაშოებით არ გადაეტვირთა და მხოლოდ ოქროსფერ-ბორდოსფერებში მორთო. თაკოს ნაძვისხე პატარა ხის სახლებით და ფიჭვის გირჩებიც ამშვენებს.