“მამა ნიკოლოზმა გაგვაჩუმა, არ თქვათ არსად, ასეთი ამბავი საიდუმლო უნდა იყოსო…“ – სტიქაროსანმა მდუმარე ბერის შესახებ დუმილი დაარღვია

მამა ნიკოლოზის მრევლი რომანოზ ქინქლაძე მდუმარე ბერთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს.

“მამა ნიკოლოზი, როდესაც სვეტიცხოვლის მონასტერში ცხოვრობდა, ხშირად წირვაზე სტიქაროსნად ვმსახურობდი. ერთხელაც, როდესაც მამა ნიკოლოზი წირავდა საკურთხეველში, მე და მეორე სტიქაროსანმა გიორგი მაცაბერიძემ, ვიხილეთ მრწამსის გალობის დროს, როგორ მოძრაობდა მამა ნიკოლოზის პირდაპირ, თავისით – ჰაერში დაფარნა ტრაპეზის მაღლა. ️საერთოდ ამ დროს მღვდელს უჭირავს ხელით დაფარნა ბარძიმის ზემოდან და ზევით-ქვევით მოძრაობით ტარიგზე სულიწმიდის გარდამოსვლაზე მიანიშნებს.

ამის შემდეგ, გაოგნებულები მამა გაბრიელთან მივედით და მომხდარის შესახებ მოვუყევით. მამა გაბრიელმა გაგვაჩუმა, არ თქვათ არსად, ასეთი ამბავი საიდუმლო უნდა უნდა იყოსო და დაამატა: წესით თვითონ უნდა მოძრაობდეს დაფრანაო….“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.