3 ლოცვა, რომელიც ძილის წინ ყოველდღე უნდა წაიკითხო (გააზიარე) ყველამ რომ ნახოს

ლოცვა ძილის წინ

უფალო, ღმერთო ჩვენო, რაიცა რა შეგცოდე დღეინდელსა ამას დღესა, სიტყვით, საქმით და გულის-ხმის-ყოფით, ვითარცა კაცთმოყვარემან, მომიტევენ მე; მშვიდობისა ძილი და ლოცვა ძილის წინუშფოთველობა მომანიჭე მე; ანგელოსი შენი მფარველი მომივლინე, მფარველი და დამცველი ჩემი ყოვლისაგან ბოროტისა; რამეთუ შენ ხარ მფარველი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 2, წმიდისა დიდისა მაკარისა ღვთისა მამისადმი

ღმერთო საუკუნეთაო და მეუფეო ყოვლისა არსებისაო, რომელმან ღირს-მყავ მე მოწევნად ჟამსა ამას, მომიტევენ მე ცოდვანი ჩემნი, რომელნიცა ვქმენ დღეინდელსა დღესა საქმით, სიტყვით და გულისხმის-ყოფით; და განწმიდე, უფალო, მდაბალი გული ჩემი ყოვლისაგან ბიწისა სულისა და ხორცისა, და მომეც მე, უფალო, ღამესა ამას შინა ძილად მისვლა მშვიდობით, რათა აღვდგე მდაბლისა ჩემისა სარეცელისაგან, სათნო-ვეყო წმიდასა სახელსა შენსა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და განვაგდო მბრძოლნი მტერნი ჩემნი, ხორციელნი და უხორცონი, და მიხსენ მე, უფალო, ამაოისა გულისთქმათაგან, შემაგინებელთა ჩემთა, და საწადელთაგან ბოროტთა, რამეთუ შენი არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა 3, უფლისა იესუ ქრისტესი

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე უღირსი ესე მონა შენი, და განფხვარ გონებისა ჩემისაგან გული-სიტყვა უჯერო და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.