როგორ შეასრულა თავად ავტორმა სიმღერა „Ancora“ იტალიაში, მთავარ საახალწლო კონცერტზე

მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში, ცნობილი იტალიური სიმღერის „Ancora“ შესრულებით ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

1 მილიონზე მეტი ნახვა სოციალურ ქსელში და 10 ათასზე მეტი გაზიარება – ვის ეკუთვნის ინსტრუმენტალი სიმღერის, რომელმაც ფურორი მოახდინა

მეტიც, სოფო ნიჟარაძის ხმამ იტალიამდეც მიაღწია და მისი არაჩვეულებრივი შესრულება საკუთარ გვერდზე თავად სიმღერის ავტორმა, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მალჯოლიომ განათავსა.

როგორ აღმოაჩინა სოფო ნიჟარაძე ცნობილმა იტალიელმა პროდიუსერმა კრისტიანო მარჯიოლიომ

კრისტიანო მალჯოლიომ ამის შესახებ შეიტყო ქართველი ჟურნალისტისგან, ქეთი ნოგიევასგან, რომელიც უკვე მეოთხე წელია იტალიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.

როგორც ქეთი ნოგიევამ „ფორტუნას“ განუცხადა, მან კრისტიანო მალჯოლიო 30 დეკემბერს გაიცნო და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა. სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე დამეგობრების შემდეგ კი, ქეთი ნოგიევამ მას სოფო ნიჟარაძის სიმღერა გაუგზავნა ტექსტით: „ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე თქვენს სიმღერას ასრულებს, ქართველებს ძალიან უყვარხართ“. აღნიშნული შეტყობინების შემდეგ, კრისტიანო მალჯოლიომ ვიდეო საკუთარ გვერდზე გააზიარა.

„მიყვარხართ.. მადლობა ამდენი თბილი სიტყვებისთვის და ასეთი შეფასებისთვის“ – სოფო ნიჟარაძე

„არა მარტო ანკორა, მისი სიმღერა „ჯელატო ჩოკოლატო“ რამდენჯერმე ჟღერს ჩემთან სახლში, იმიტომ, რომ ჩემი 3 წლის შვილის საყვარელი სიმღერაა“ – რაზე ილაპარაკა სოფო ნიჟარაძემ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანიის ეთერში

 

როგორც ირკვევა, სიმღერა, რომელიც სოფო ნიჟარაძემ ქართველი მაყურებლისთვის ახლებური ვერსიით შეასრულა, თავად ავტორმა, შეასრულა იტალიელი მაყურებლისთვის, 31 დეკემბერს. „Ancora“-ს სიმღერის ავტორის, კრისტიანო მალჯოლიოს შესრულების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

თუ ვერ ხსნით ვიდეოს, დააკოპირეთ ეს ლინკი ->

https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/01/318866659295464736-2024-01-17_14-40-10_605842.mp4?_=1

ქართველი ემიგრანტის, ქეთი ნოგიევას მიერ დაფუძნებულ ქართულ-იტალიურ ტელეკომპანია KN TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში სოფო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ მისთვის სასიამოვნო დამთხვევა აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ავტორის მსგავსად, თავადაც სიმღერა „Ancora“ შეასრულა საახალწლო ეთერში.

„31 დეკემბერს, იტალიაში, მთავარ საახაწლო კონცერტზე მან თავად შეასრულა სიმღერა „Ancora“.. აქაც, რაღაც საინტერესო დამთხვევა არის, ქეთი ნოგიევამ, რომელიც იტალიაში KN TV-ის დამფუძნებელია, მას „ინსტაგრამის“ მეშვეობით შეატყობინა ჩემს შესახებ და მან ეს შესრულება თავის გვერდზე გადაიტანა, რამაც შოკი მომგვარა. ბევრჯერ გადავამოწმე, ვამოწმე გვერდები, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს, ცოტა არ მჯეროდა. მინდა, ქეთის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ კომპოზიტორის ყურამდე მიიტანა ჩემი სიმღერა. შემდეგ მეც მივწერე კრისტიანოს მადლობა და გავუზიარე ჩემი ემოციები, მან ვარდებით მიპასუხა და ძალიან ბედნიერი ვიყავი“, – თქვა სოფო ნიჟარაძემ KN TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.