ქალები VS კაცები: დადგინდა, ვინ უფრო უყოფს ფულს მეორე ნახევარს

მამაკაცები უფრო არიან მზად, გაუმხილონ მეორე ნახევარს, რომ პრემია მიიღეს და გაუყონ მას თანხა, ვიდრე ქალები, ირკვევა სერვის SuperJob-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან.
გამოკითხვაში, რომელიც 2024 წლის 12-17 იანვარს ჩატარდა, 18 წელზე უფროსი ასაკის 1600 რესპონდენტი მონაწილეობდა. ყველა მათგანი ეკონომიკურად აქტიური და დაქორწინებული ადამიანი იყო.

ამ გამოკითხვის თანახმად, ბონუსის გამხელა-განაწილებისთვის კაცების 82%-ია მზად, ქალებში კი ეს მაჩვენებელი 66%-ს შეადგენს. დანარჩენები უბრალოდ თავისთვის ინახავენ პრემიას.

ამასთან:

მამაკაცების 8%-მა და ქალების 21%-მა თქვა, რომ მეორე ნახევარს პრემიის მიღებას არ დაუმალავენ, მაგრამ ფულს თავისთვის შეინახავენ;

მამაკაცების 5% და ქალების 6% საერთოდ არ გაუმხელს მეორე ნახევარს არაფერს;

გამოკითხულთა 5%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ, მათ შორის, ვინც ბონუსის შესახებ ინფორმაციის ან ფულის გაზიარებისთვის მზად არ არის, უმეტესობა 35-44 წლისაა.