რა ფერის თვალები და თმა ექნება თქვენს შვილს: ნახეთ თვალსაჩინო გრაფიკა

შესაძლოა ბევრისთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ირკვევა, რომ ყავისფერთვალება დედ-მამას შეიძლება ცისფერთვალება შვილი ეყოლოს!
მართალია, ამის შანსი მხოლოდ 6%-ია, მაგრამ თურმე ასეც ხდება.
უდიდესი მეცნიერები, მათ შორის დარვინი, ლამარკი და მენდელი, მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ თვალის ფერის მემკვიდრეობით გადაცემის კანონზომიერებას და წესებიდან გამონაკლისებსაც იკვლევდნენ.
საბოლოოდ სამეცნიერო საზოგადოებამ ყველაზე სანდოდ და დამაჯერებლად მენდელის თეორია აღიარა, რომელიც თმის ფერის მემკვიდრეობითობასაც ეხება.
ქვემოთ თვალსაჩინო ინფორგრაფიკის სახით წარმოგიდგენთ სამეცნიერო თეორიას გენეტიკური მიდრეკილების დასადგენად.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თვალის ფერის შესახებ ინფორმაციას ექვსი გენი მოიცავს, რომელთაგან ნაწილი სუსტია, ნაწილი კი – ძლიერი.