ვინ არის სკანდალური მევახშე – ქო­ნე­ბას მით­ვლი­ან, 6 სახ­ლიო, 7 მი­წის ნაკ­ვე­თიო… ვინ მფარ­ვე­ლობს, ვუი, ვუი, და­მა­ნე­ბეთ თავი არ გა­მა­ცი­ნოთ…

23 იან­ვარს, აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში, კე­კე­ლი­ძის N1-ში მდე­ბა­რე ბი­ნი­დან ხუთ­სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­მო­ა­სახ­ლა. რო­გორც ბი­ნის ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მან “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი­დან” თან­ხა 2008 წელს ისეს­ხა, თუმ­ცა 2013 წელს თვე­ნა­ხევ­რის ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბის გამო, საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­და­ე­ცა და ბან­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა ის კერ­ძო იპო­თე­კა­რებ­თან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა – სა­ბო­ლო­ოდ, ხა­ტი­აშ­ვი­ლებ­მა “სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს” 10-წლი­ან 20 000-ის სესხში 5 წე­ლი­წად­ში 43 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს. კერ­ძო იპო­თე­კა­რე­ბის­თვის კი მათ მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­დახ­დი­ლი აქვთ 80 000 დო­ლა­რი.

აღ­სრუ­ლე­ბის ბი­უ­როს პირ­ვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­მო­სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვილ­მა 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მი­ი­ღო. მა­შინ მან სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი სამი თვით გა­და­ი­დო. ბი­ნი­დან გა­მო­სახ­ლე­ბის თა­რი­ღად 2020 წლის 4 თე­ბერ­ვა­ლი და­ი­ნიშ­ნა. იმ დღეს კე­კე­ლი­ძის პირ­ველ ნო­მერ­ში მი­სულ აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ას ოჯახ­მა და მის­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი კი­დევ გა­და­ი­დო და 2020 წლის 20 მარ­ტის­თვის და­ი­ნიშ­ნა. მარ­ტის და­სა­წყის­ში, კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო, სა­ხელ­მწი­ფომ გა­მო­სახ­ლე­ბებ­ზე სა­ყო­ველ­თაო მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ა­ცხა­და და მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბა პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე შე­ჩერ­და.

ოჯა­ხის გა­მო­სახ­ლე­ბის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბა აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ას 2022 წლის 17 ივ­ნისს ჰქონ­და, თუმ­ცა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დუ­ლი ბი­ნი­დან მა­რი­ნა ხა­ტი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის, მათ შო­რის ჩვი­ლის, გა­სახ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა ხმა­უ­რის, და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ქუ­ჩის გა­და­კეტვის შემ­დეგ.

აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცია კე­კე­ლი­ძის N1-ში მი­სუ­ლი იყო გა­სულ წელ­საც, ზუს­ტად 23 იან­ვარს. აღ­სრუ­ლე­ბის პო­ლი­ცი­ამ, მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ გა­და­დო გა­მო­სახ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

„სა­სა­მარ­თლომ ბინა აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ტა­ნა და ვის­გა­ნაც თან­ხა ნა­სეს­ხე­ბი მაქვს, იმან­ვე შე­ის­ყი­და. დავ­რჩი ღია ცის ქვეშ. სა­ხელ­მწი­ფო აწყო­ბი­ლია სა­მე­ვახ­შეო სის­ტე­მა­ზე და არა­ვი­ნაა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დად­გეს – არც ის მე­ვახ­შე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­ყო და არც ჩვენ. ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა (რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეა გა­მო­ნაკ­ლი­სი) მე­ვახ­შე­ებს, ჩვე­ნი მო­სა­მარ­თლეც ეჭვი მაქვს, გა­რი­გე­ბა­ში შე­ვი­და დვალ­თან. რომ არა კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბა, ეს საქ­მე ასე არ გა­და­წყდე­ბო­და. ჩვენ უამ­რა­ვი მა­სა­ლა გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, რომ ესე­ნი არც გა­და­სა­ხა­დებს იხ­დი­ან და არც არა­ფე­რი. როცა ვჩი­ო­დი, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა საქ­მე წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღეს”, – აღნიშნა მა­რი­ნე ხა­ტი­აშ­ვი­ლმა.

“ტვ პირ­ვე­ლის” ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­ირ­კვა, რომ 68 წლის მე­ვახ­შე და­რე­ჯან დვა­ლი ფლობს უამ­რავ უძ­რავ ქო­ნე­ბას და მის ან­გა­რიშ­ზეა 6 ბინა, 7 მი­წის ნაკ­ვე­თი და სხვა.

„ამბები“ და­რე­ჯან დვალს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ისიც, რომ მფარ­ვე­ლე­ბი ჰყავს.

„ცუ­დად ვარ, აწე­უ­ლი მაქვს შა­ქა­რი და წნე­ვა. ეს არ არის კარ­გი საქ­მე და მე ცუ­დად ვარ… რა ბრალ­დე­ბე­ბიც გა­ის­მა, ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, ვინც ჩემ­ზე რა­ღა­ცე­ებს ლა­პა­რა­კობს, უთხა­რით, სიც­რუ­ეს თავი და­ა­ნე­ბონ. ქო­ნე­ბას მით­ვლი­ან, 6 სახ­ლიო, 7 მი­წის ნაკ­ვე­თიო, და ვა­ი­მე, დედა, რა ვქნა, 6 დედ­მა­მიშ­ვი­ლიც მყავს და ვერ გავ­წყვი­ტავ ვერც მათ და ვერც მათ შვი­ლებს?! ყვე­ლას მე ვპატ­რო­ნობ და ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მყავს – რძალ­მა შვი­ლე­ბი მი­ა­ტო­ვა, რომ­ლე­ბიც მე უნდა გავ­ზარ­დო, ვუ­პატ­რო­ნო და ამის გარ­და, გა­ჭი­რე­ბუ­ლი კი­დევ მი­ლი­ო­ნი მყავს. ვინ მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი მფარ­ვე­ლობს, ვუი, ვუი, და­მა­ნე­ბეთ თავი, არ გა­მა­ცი­ნოთ, კა­ნო­ნია ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი! ცუ­დად ვარ და ისე ნუ იზამთ, უა­რე­სად გავ­ხდე” – ამ­ბობს და­რე­ჯან დვა­ლი.

ambebi.ge