რომელი ზოდიაქოს ნიშანია თქვენი დამცველი?!

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ჰყავს ადამიანი, რომელიც მის დასაცავად არის მოვლენილი ამ ქვეყანას. გაიგეთ, რომელი ნიშნის წარმომადგენელია თქვენი ფარი ამ ცხოვრებაში, როგორია მასთან კავშირი სამუშაო, სასიყვარულო თუ მეგობრული კუთხით

იმისთვის, რომ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანი გიცავთ, თქვენი ნიშნიდან მეოთხე თანავარსკვლავედი უნდა გადათვალოთ და სწორედ ის არის თქვენ „მცველი”.

მაშ ასე, „მცველების” სია:

თქვენ თქვენი დამცველი
ვერძი კირჩხიბი
კურო ლომი
ტყუპი ქალწული
კირჩხიბი სასწორი
ლომი მორიელი
ქალწული მშვილდოსანი
სასწორი თხის რქა
მორიელი მერწყული
მშვილდოსანი თევზები
თხის რქა ვერძი
მერწყული კურო
თევზები ტყუპი

ასეთი ტანდემი მუშაობაში სავსებით წარმატებულია. როგორც წესი, ასეთ კავშირში აქტიურ როლს თქვენ შეასრულებთ, გადაწყვეტთ საკითხებს. ხოლო თქვენი „მცველი” დაგიცავთ, მხარს დაგიჭერთ და საუკეთესო პირობებს შეგიქმნით ნაყოფიერი საქმიანობისთვის.