რა გველის თებერვალში: კოსმოსური ამინდი და მაგნიტური ქარიშხლების კალენდარი

მზის აქტივობის ზუსტ პროგნოზებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გეომაგნიტური ქარიშხლები, რომლებსაც მზეზე პლაზმის გამოფრქვევა იწვევს, გავლენას ახდენს არა მარტო ადამიანების ჯანმრთელობაზე, არამედ ელექტროქსელებზე, GPS-სიგნალებზე, თანამგზავრების ორბიტიდან გაყვანაზე და სხვა მოვლენებზე, ნათქვამია კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის (NOAA) მასალაში.
ცენტრის ექსპერტების თქმით, მზე თავისი 25 წლიანი ციკლის პიკს წელს − იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში მიაღწევს, ამასთან პიკი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება, ვიდრე მანამდე პროგნოზირებდნენ.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ექსპერტები თებერვალში მშვიდ კოსმოსურ ამინდს ელოდებიან. მათი დასკვნით:

თებერვალში (25 თებერვლის ჩათვლით) არანაირი მაგნიტოსფერული აღშფოთებები და მით უმეტეს, ქარიშხალი, მოსალოდნელი არ არის.

იგივე პროგნოზს აკეთებს მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორიაც − თებერვლის კალენდარი სრულად „მწვანეა“.
თუმცა, ექსპერტების განმარტებით:

გამომდინარე იქიდან, რომ მზე ცვალებადობით ხასიათდება, მისი აქტიურობის პროგნოზი, შესაძლოა, მოულოდნელად საგრძნობლად შეიცვალოს — თანაც არა საათებში, არამედ წუთებშიც კი.

რა არის მაგნიტური ქარიშხალი?

ასტრონომების განმარტებით, მაგნიტური ქარიშხლები მზეზე აფეთქებების შედეგად წარმოიშვება. ამ დროს კოსმოსურ სივრცეში უზარმაზარი რაოდენობის პროტონები და ელექტრონები გაიტყორცნება. ისინი დედამიწას ერთ დღე-ღამეში აღწევს და მის მაგნიტურ ველს ცვლის. რაც უფრო ძლიერია აფეთქება, მით უფრო დიდია გამოტყორცნილი ნაწილაკების ნაკადი და უფრო მაღალია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილება.
მაგნიტური ქარიშხლები გავლენას ახდენს ცხოვრების ბევრ სფეროზე. დიდია შეფერხებების ალბათობა საკომუნიკაციო სისტემებისა და სანავიგაციო მოწყობილობების მუშაობაში.
გარდა ამისა, ის გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც გულთან და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. სტატისტიკის მიხედვით, მაგნიტური დარღვევების დღეებში ინფარქტისა და ინსულტის სიხშირე იზრდება.
აღსანიშნავია, რომ მაგნიტურ ქარიშხლებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში შენიშნეს საფრანგეთში.